ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 22 აპრილი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების განმავლობაში წერდა ოფშორებში რეგისტრირებული კამპანიების შესახებ. ორგანიზაციამ 2016 წლის 19 აპრილს მორიგი კვლევა გამოაქვეყნა სახელად „ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები.“ მასალაში საუბარია ოფშორული ზონებიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ისეთ რისკებზე როგორებიც არის: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ფულის გათეთრების საშუალება, ბიზნესზე ზეწოლა და გადასახადებისგან თავის არიდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას, პარლამენტს და მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. 


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მედია საშუალებების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანია I არხის ეთერით გადაცემა მოამბეში წამყვანმა მოკლედ მიმოიხილა IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შინაარსი. მოამბის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ იაკობიძემ გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ოფშორული ზონები ფულის გასათეთრებლად და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის გამოიყენება.


ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნეს კონტაქტში IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ვრცლად მიმოიხილა კვლევა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა აქცენტები. მან ასევე ისაუბრა გამოძიების მნიშვნელობასა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებზე, როგორც მეტად გამჭვირვალე სისტემის შექმნის აუცილებელი წინაპირობა. "ოფშორულ ზონებთან მიმართებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ახალი სტრატეგიის ფორმირება და ვერც ჩვენ ვერ გავექცევით ვერსად," განაცხადა ლევან ავალიშვილმა.


რადიო კომერსანტმა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. გადაცემაში მიწვეულმა ლევან ავალიშვილმა მოკლედ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა. IDFI-ს კვლევას ასევე ეხმაურებიან რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო პირველი (1 რადიო - გადაცემა ღია სრუდია, 1 რადიო - გადაცემა ბიზნეს ნიუსი) და რადიო იმედი (რადიო იმედი - გადაცემა ეკონომიქსი). რადიო 1 ვრცელ გადაცემას უძღვნის ოფშორების თემას, კვლევასა და ზოგადად საქართველოსთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებს. 


IDFI-ს კვლევით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. გაზეთი მესენჯერი და რეზონანსი IDFI-ს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში ოფშორული ზონებიდან შემოსული თანხების სტატისტიკაზე საუბრობს.


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალი წერს:

 

www.gurianews.com

www.commersant.ge

www.news.ge

www.interpressnews.ge

www.netgazeti.ge

www.medianews.ge

www.liberali.ge

www.gbc.ge

www.ipress.ge 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024