ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების განმავლობაში წერდა ოფშორებში რეგისტრირებული კამპანიების შესახებ. ორგანიზაციამ 2016 წლის 19 აპრილს მორიგი კვლევა გამოაქვეყნა სახელად „ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები.“ მასალაში საუბარია ოფშორული ზონებიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ისეთ რისკებზე როგორებიც არის: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ფულის გათეთრების საშუალება, ბიზნესზე ზეწოლა და გადასახადებისგან თავის არიდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას, პარლამენტს და მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მედია საშუალებების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანია I არხის ეთერით გადაცემა მოამბეში წამყვანმა მოკლედ მიმოიხილა IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შინაარსი. მოამბის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ იაკობიძემ გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ოფშორული ზონები ფულის გასათეთრებლად და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის გამოიყენება.
ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნეს კონტაქტში IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა ვრცლად მიმოიხილა კვლევა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა აქცენტები. მან ასევე ისაუბრა გამოძიების მნიშვნელობასა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებზე, როგორც მეტად გამჭვირვალე სისტემის შექმნის აუცილებელი წინაპირობა. "ოფშორულ ზონებთან მიმართებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ახალი სტრატეგიის ფორმირება და ვერც ჩვენ ვერ გავექცევით ვერსად," განაცხადა ლევან ავალიშვილმა.
რადიო კომერსანტმა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. გადაცემაში მიწვეულმა ლევან ავალიშვილმა მოკლედ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა. IDFI-ს კვლევას ასევე ეხმაურებიან რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო პირველი (1 რადიო - გადაცემა ღია სრუდია, 1 რადიო - გადაცემა ბიზნეს ნიუსი) და რადიო იმედი (რადიო იმედი - გადაცემა ეკონომიქსი). რადიო 1 ვრცელ გადაცემას უძღვნის ოფშორების თემას, კვლევასა და ზოგადად საქართველოსთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებს.
IDFI-ს კვლევით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. გაზეთი მესენჯერი და რეზონანსი IDFI-ს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში ოფშორული ზონებიდან შემოსული თანხების სტატისტიკაზე საუბრობს.
IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალი წერს: