2013 წლის 14 ნოემბერს IDFI-იმ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საიდანაც თბილისის საკრებულოს მიერ სამწუხაროდ უპასუხოდ იქნა დატოვებული დაფინანსებული ღონისძიებების (სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სარეკლამო და სხვ.) შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. დანარჩენი მოთხოვნები ინსტიტუტს მეტ-ნაკლებად სრულყოფილად დაუკმაყოფილდა. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მიღებული მონაცემების ანალიზი.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტის უკანასკნელი ცვლილებით მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვრა 210 ერთეულით, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გამოყოფილია 4 585 500 ლარი. აღნიშნული თანხიდან 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
2013 წლის იანვარი-ივლისი პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის (ირაკლი შიხიაშვილის) დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე.
თბილისის საკრებულოს წევრებზე ყველაზე დიდი თანხა 107 107 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში.
2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრებიდან პრემიების ყველაზე დიდი ოდენობა მიიღეს ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ. თითოეულ მათგანს პრემიის სახით ერგო 19 095 ლარი. მათ მცირედით ჩამოუვარდება თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 18 684 ლარი.
როგორც ჩანს თბილისის საკრებულოში პრემირების თავისებური მიდგომა არსებობს, რომელიც წარმატებით შენარჩუნებული იქნა 2013 წლის ივლისის თვეში საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილების შემდგომაც. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.
საკრებულოში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ ასევე გაიზარდა საკრებულოში ფრაქციების რაოდენობა, რამაც განაპირობა შემდგომ პერიოდში პრემიებით დაჯილდოებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ზრდა.
თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრზე გაცემული პრემიები თვეების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ცხრილში მოცემული პრემიების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია გარკვევა, კონკრეტულ საკრებულოს წევრს რომელ თვეს ეკავა ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობებიდან ერთ-ერთი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, ამ მხრივაც ყველაზე დიდი თანხა 256 625 ლარი გაცემულია აგვისტოს თვეში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს სახელფასო დანამატები არ მიუღიათ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის N1-7 გადაწყვეტილებით საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს. აღნიშნული თანხა შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაძლებელია მიიღოს საკრებულოს წევრმა შემდეგი დაყოფით:
როგორც თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან გამოჩნდა თბილისის საკრებულოს ჩვეულებრივი წევრები (საკრებულოს წევრები, რომლების თანამდებობრივი სარგო არ არის ფიქსირებულად განსაზღვრული), იშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურების ზღვრულის მოცულობის მაქსიმალურ ოდენობას – 1 700 ლარს (700+700+300). 2013 წლის ივლისის თვიდან ცალკეული დავალებების შესრულებისთვის ანაზღაურებული თანხების შემცირება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გაიზარდა ისეთი საკრებულოს წევრების რაოდენობა რომელთაც აქვთ განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო.
საკრებულოს წევრების ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
რაც შეეხება საკრებულოს აპარატის წევრთა ანაზღაურებას, 2013 წლის 19 აგვისტოს საკრებულოს N12-38 გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2 600 ლარით, ხოლო მისი მოადგილის 1800 ლარით. მინიმალური თანამდებობრივი სარგო აპარატში დასაქმებული თანამშრომლისთვის შეადგენს 500 ლარს.
2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულოს მიერ შესყიდულია 28 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 915 725 ლარს. ყველაზე დიდი თანხა 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kia rio მოდელის ავტომობილში.
როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით.
აღსანიაშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმიურ ხარჯს, ისევე როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საკრებულოს მიერ მოწოდებულ საშტატო ნუსხის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მეტი შტატი გამოყოფილია მძღოლებისთვის – 37 საშტატო ერთეული.
2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი.
2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის. ჩვენს მიერ თბილისის საკრებულოსთვის ასევე მოთხოვნილი იქნა აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა.
ამასთან საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს. მაგალითად მცირედით ჩამოუვარდება იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება.
საკრებულოს წევრებზე 2013 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:
2012 წლის 20 ოქტომბრიდან თბილისის საკრებულოდან სულ განთავისუფლებულია 78 თანამშრომელი, რომელთაგან 42 განთავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 36 – ხელმძღვანელობის ინიციატივით.
ხელმძღვანელობის ინიციატივით ყველაზე მეტი 30 თანამშრომელი განთავისუფლებულია რეორგანიზაციის საფუძველზე.
ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილმა მონაცემებმა აჩვენა, რომ თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების უდიდესი წილი მოდის შრომის ანაზღაურებაზე (თანამდებობრივი სარგო, პრემია, შესრულებული დავალების ანაზღაურება), ავტოპარკის განახლებასა და საწვავით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე სამივლინებო ხარჯებზე. აღნიშნულ კომპონენტებში გახარჯული თანხების ოდენობით, თბილისის საკრებულო ხშირ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება საქართველოს მთავრობასა თუ მთელ რიგ სამინისტროებს.
ზემოთ მოყვანილი საკითხების გარდა თბილისის საკრებულოდან მიღებულია აგრეთვე, ბიუჯეტის შესრულების, საშტატო ნუსხის და საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯომარისთვის გაგზავნილი ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
1. თბილისის საკრებულოს 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?
18.10.2024