GPB-ს გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ განმარტონ ეკა მიშველაძის გადაცემიდან ჩამოშორების მიზეზი

განცხადებები 11 სექტემბერი 2015

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 10 სექტემბერს მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას, წერილობით და საჯაროდაც განმარტონ ეკა მიშველაძის პოლიტიკური გადაცემიდან ჩამოშორების მიზეზი.


გადაცემა ,,პირველი სტუდიის” წამყვანის პოზიციიდან ეკა მიშველაძის მოხსნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გაააჩინა კითხვები მაუწყებლის ქცევის კოდექსის შერჩევით გამოყენებასთან დაკავშირებით.


„კოალიცია მოგიწოდებთ, წერილობით პასუხთან ერთად, გააკეთდეს საჯარო განმარტება - ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით: რა წრეს მოიაზრებს მენეჯმენტი შემდეგ ჩანაწერში: ,,ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა” ? როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაქტიკა ამ მიმართულებით?, ნათქვამია კოალიციის მიმართვაში.


ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მნიშვნელოვნია, რომ ცნობილი გახდეს, ქცევის კოდექსის შესრულებასთან დაკავშირებით, როგორ ხდება პროცესების მართვა და გადაწყვერტილების მიღება საზოგადოებრივ მაუწყებელში? ვინ არის პასუხისმგებელი ქცევის კოდექსის შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებაზე? ვინ და რა პერიოდულობით ახორციელებს მონიტორინგს?

 


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:


•მედიაკლუბი
•საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
•ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
•არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
•რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024

პანელური დისკუსია - “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?”

22.05.2024

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023