IDFI-მ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

სიახლეები 30 ივნისი 2014

IDFI-მ მაუწყებლებს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაერთიანებისკენ მოუწოდა და ქსელის ინტეგრატორებთან იაფ ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე მოსალაპარაკებლად დაგეგმილი შეხვედრა დააანონსა.

 


27 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის „ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მონიტორინგი და მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მაუწყებლებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ეხებოდა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მთავარ გამოწვევებს და ამ საკითხში ევროპული ქვეყნების პრაქტიკას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების აგების ხარჯების შესახებაც.

 

პრეზენტაციის შემდგომ, დამსწრეებმა კომერციული საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს ოპერატორების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობა შეაფასეს და ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების ციფრულ საეთერო პლატფორმაზე მიგრაციაზე, მის ალტერნატივებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

 

საკონკურსო პირობებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის IDFI-მ გამოყო მედია მფლობელობის გამჭვირალობა, ტარიფების ხელმისაწვდომობა, დისკრიმინაციული საკონკურსო პირობები და სხვა. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საკონკურსო ვადა საკმაოდ მოკლე იყო და არც ინფორმაცია გავრცელებულა სათანადოდ კარგად, რომ გარე ინვესტორები მოეზიდა. შესაბამისად, მიმდინარე კონკურსში მხოლოდ ორი ქართული კომპანია „სტერეო +“ და შ.პ.ს. „მუქსი“ მონაწილეობენ, რომელიც „რუსთავი 2“ ის დაარსებულია.

 

ეროვნული მულტიპლექსის აგებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული 1 ივლისს გამოვლინდება.

 

IDFI-ის წარმომადგენელმა უჩა სუთიძემ მაუწყებლებს გაერთიანება შესთავაზა და განაცხადა, რომ ორ კვირაში ორგანიზაცია ქსელის ინტეგრატორებთან შეხვედრას გამართავს რეგიონული მაუწყებლებისთვის იაფი ტექნიკური გადაწყვეტილების შესარჩევად.

 

/public/upload/DTT-16 06 14.pdf

/public/upload/competition.pdf

/public/upload/Practice.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024