კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ანტიკორუფციული პოლიტიკის მოდული დასრულდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 თებერვალი 2020

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მსმენელებმა მესამე მოდული ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ (ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, კერძო და არასამთავრობო სექტორებში) წარმატებით დაასრულეს.

 

სასწავლო კურსს კითხულობდა საქართველოს ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელი - თამარ გოდერძიშვილი. მოდულის ფარგლებში მსმენელებმა სხვა თემატიკასთან ერთად შეისწავლეს ისეთი საკითხები როგორიცაა ანტიკორუფციული პოლიტიკის საერთაშორისო ჩარჩო - საჯარო და კერძო სექტორისთვის, ორგანიზაციული კულტურა და მესიჯი მენეჯმენტისაგან, კორუფციის რისკების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, გამჭვირვალობის სტანდარტები კერძო სექტორისათვის, ფინანსური კონტროლის მექანიზმები, საჩუქრები და მასპინძლობის დანახარჯები, საქველმოქმედო შენატანები/სპონსორობა, შესყიდვები და მომწოდებლებთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსების მართვა და ანაზღაურება, ეთიკა და ქცევის ზოგადი სტანდარტები, ინტერესთა შეუთავსებლობისა და  კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

ანტიკორუფციული პოლიტიკის სწავლება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესს და მისი დანერგვის მეთოდოლოგიას, რაც საჯარო და კერძო სფეროებში კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საშუალებაა.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის მომდევნო მოდულის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივ მხარეს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი - ზურაბ სანიკიძე გაუძღვება.

 

კორფუციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამა დაიწყო 8 ოქტომბერს და მის დასრულებამდე დარჩენილია 5 მოდული. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღიასა ზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023