გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი – სახელმწიფო შესყიდვების რეფორმების გაძლიერება ღია მმართველობის პარტნიორობის გამოყენებით

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 17 სექტემბერი 2018

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) სულ უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. ამ პოპულარობასთან ერთად იზრდება იმ საკითხთა მრავალფეროვნება, რასაც OGP-ის სამოქმედო გეგმები მოიცავს. სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთი ასეთი სფეროა. დღესდღეობით, OGP-ში ძალზედ ცოტაა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამაგალითო ვალდებულება, თუმცა ეს შეიძლება სულ მალე შეიცვალოს.

 

ელექტრონული მმართველობის გავრცელებამ და მონაცემთა გახსნით მიღებული აშკარა და ხელშესახები სარგებლის გააზრებამ ერთ დიდ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველ. ამ მოძრაობას სათავეში უდგანან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „ღია კონტრაქტების პარტნიორობა“, რომელიც მთავრობებს ეხმარება შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებაში.

 

თუმცა, არსებობს ისეთი ინიციატივებიც, მაგალითად გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი (TPPR), რომელიც ადვოკატირების მეშვეობით ცდილობს მონაწილე ქვეყნებში შექმნას რეფორმირების საფუძველი, რასაც იგი, პირველ რიგში, OGP-ის დახმარებით აკეთებს, მოუწოდებს რა მთავრობებს გაამყარონ მათი დაგეგმილი თუ მიმდინარე რეფორმები OGP-ის პროცესის საშუალებით.

 

თPPღ-ს მართავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „ჰივოსის“ ფინანსური მხარდაჭერით. TPPR-ის ფარგლებში შემუშავდა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების საყოველთაო სტანდარტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამოიყენება, როგორც ადვოკატირების ინსტრუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ცვლილებების მოსახდენად. TPPR-ის მეთოდოლოგიამ გარკვეულწილად უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ევროპის საბჭომ TPPR-ს სრული თავი მიუძღვნა მის ერთ-ერთ ტექნიკურ დოკუმენტში – „კორუფციული რისკის შეფასება სახელმწიფო შესყიდვებში“.

 

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვებზე მომუშავე ორგანიზაციათა გლობალური ქსელი, რომლის მიზანია კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოქმედება. ქსელის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და ერთად ცდილობენ სასარგებლო ცვლილების მოხდენას.

 

პროექტი 2016 წელს 6 ქვეყნით დაიწყო (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ამჟამად იგი მოიცავს 14 ქვეყანას ევრაზიის რეგიონში, ხოლო კიდევ 14-ს მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ OGP-ის ვალდებულებების წახალისება TPPR-ის მიერ გამოყენებული ადვოკატირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. რეფორმისთვის ნიადაგის მოსამზადებლად პროექტი ასევე ცდილობს გააჩინოს კონკურენცია ქვეყნებს შორის რეიტინგის წარმოების გზით, გამოავლინოს თითოეული ქვეყანის მთავარი პრობლემები და შეიმუშაოს შესაძლო გამოსავალი.

 

OGP-ის თვალსაზრისით, ყირგიზეთის სამოქმედო გეგმაში TPPR-მა წარმატებით შეიტანა რამდენიმე რეკომენდაცია. ყირგიზეთმა თPPღ-ის შეფასების შედეგები დაასახელა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირების ერთ-ერთ საფუძვლად.

 

TPPR-ის გამოცდილებამ აჩვენა, რომ OGP-ის გაფართოებას დადებითი გავლენა აქვს მმართველობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები. TPPR, რა თქმა უნდა, აპირებს თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და უბიძგოს ქვეყნებს არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024