სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება 9 ქვეყანაში: ზიმბაბვე, ტანზანია, კენია, მალავი, ინდონეზია, ფილიპინები, გვატემალა, ბოლივია და კოსტა რიკა

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 სექტემბერი 2018

პროექტის დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება 9 ქვეყანაში: ზიმბაბვე, ტანზანია, კენია, მალავი, ინდონეზია, ფილიპინები, გვატემალა, ბოლივია და კოსტა რიკა

დონორი ორგანიზაცია: Hivos

მთლიანი საგრანტო თანხა: EUR 28,450 

პროექტის ნომერი: 1017089

შესრულების პერიოდი: სექტემბერი 2018 – მაისი 2019 

 

შესავალი


პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობებისა და პრაქტიკის შეფასებას ზიმბაბვეში, ტანზანიაში, კენიაში, მალავიში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, გვატემალაში, ბოლივიასა და კოსტა რიკაში გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგიის გამოყენებით. შეფასების შედეგად დადგინდება, რამდენად არიან ეს ქვეყნები მზად დანერგონ თანამედროვე, ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელიც ეფუძნება მონაცემთა გამჭვირვალობის პრინციპს. პროექტის საბოლოო მიზანია სამიზნე ქვეყნებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღჭურვოს ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ სასარგებლო ცვლილებების ადვოკატირებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.


პროექტის აღწერა


სახელმწიფო შესყიდვები მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეხუთედს შეადგენს. ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მთლიანი სამთავრობო ხარჯების მესამედია, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში კორუფციის, ფასთა შეთანხმებისა და სხვა უკანონო პრაქტიკის რისკის მართვა.


გამჭვირვალე, ელექტრონული, ეფექტიანი და ღია მონაცემებზე დაფუძნებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გარეშე კორუფცია შეუმჩნეველი რჩება მთავრობისთვის, მაკონტროლებელი ორგანიზაციებისთვის და საზოგადოებისთვის. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა გააძლიერებს მათ ხმას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გაუმჯობესებას.


გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ასევე უზრუნველყოფენ მოქალაქეების თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ საქონელსა და მომსახურებაზე. მაგალითად, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სამხრეთ კორეის შესყიდვების სისტემები თოთოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ჩაერთოს საჯარო რესურსების განაწილებაში და საჯარო ხარჯების მონიტორინგში.


Hivos-ის პორტფელში – „გახსენით კონტრაქტები“ – შემავალი ქვეყნების უმეტესობას აქვს საჯარო შესყიდვების პორტალი, თუმცა მათ არ გააჩნიათ თანამედროვე ელემენტები, როგორიცაა პლატფორმაში ჩაშენებული შესყიდვის სრულად ელექტრონული პროცედურები; ღია მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები, სადაც სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი შესყიდვების მონაცემების მიღება; დავების მოგვარების მექანიზმი და შესაბამისი პორტალი და ა.შ. ეს ხარვეზები გამომდინარეობს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ან ფინანსური რესურსების ნაკლებობიდან, არამედ არასრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოდან.


პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით სამიზნე ქვეყნებში შეისწავლოს შესყიდვების კანონმდებლობის ნაკლოვანებები, შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეაფასოს, არის თუ არა ამ ქვეყნების კანონმდებლობა მზად ღია, ელექტრონული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დასანერგად. შეფასებული ქვეყნები მოხვდებიან TPPR-ის საერთაშორისო რეიტინგში.


პროექტის აქტივობები:


აქტივობა 1 – პარტნიორი ორგანიზაციების გამოვლენა სამიზნე ქვეყნებში


პარტნიორი ორგანიზაციები შეირჩევიან Hivos-სთან თანამშრომლობით. შერჩევის შემდეგ, ორგანიზაციები გაივლიან TPPR მეთოდოლოგიის გამოყენების ტრენინგს.


აქტივობა 2 – სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასება სამიზნე ქვეყნებში


პარტნიორი ორგანიზაციები გამოიყენებენ გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგიას, რათა შეაფასონ მათი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა. მეთოდოლოგია შეიქმნა IDFI-ის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად, როგორიცაა ღია კონტრაქტების პარტნიორობა (OGP), მსოფლიო ბანკი, EBRD-ის ექსპერტები.


TPPR-ის მეთოდოლოგია არის შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია როგორც სამართლებრივი ჩარჩოს ისე პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა. მეთოდოლოგიის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილოთ აქ.


აქტივობა 3 – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება სამიზნე ქვეყნებში


IDFI და მისი პარტნიორები თითოეულ ქვეყანაში შეაგროვებენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რათა შესაძლებელი გახდეს შესყიდვების პრაქტიკის დასაბუთებული ანალიზი. მონაცემთა შეგროვების კითხვარი უკვე შექმნილია და წარმოადგენს თPPღ მეთოდოლოგიის ნაწილს. შეგროვებული მონაცემები შესაძლებელს გახდის ქვეყნების შედარებას.


აქტივობა 4 – სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისთვის რეკომენდაციების შემუშავება


საკანონმდებლო შეფასების საფუძველზე IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები თითოეული ქვეყნისთვის შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და საკანონმდებლო პაკეტებს ღია, გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემების დასანერგად. ამის შემდეგ, პარტნიორი ორგანიზაციები გამოიყენებენ რეკომენდაციებსა და საკანონმდებლო პაკეტს ცვლილებების ადვოკატირებისთვის. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს TPPR-ის საუკეთესო პრაქტიკას, ასევე TPPR ქსელის წევრი 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილებას.

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

 

დაგეგმილი ღონისძიებები 

 

 

ხელშეკრულება 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024