ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დახმარება თემატური მოკვლევის ჩატარებაში თემაზე - სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 მაისი 2019


პროექტის სახელწოდება
: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დახმარება  თემატური მოკვლევის ჩატარებაში თემაზე - სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები 
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ბიუჯეტი: $5,613
ხანგრძლივობა: მაისი, 2019 – ნოემბერი, 2019

 

პროექტის აღწერა

 

აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ღია და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 29 მაისს  ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (საბჭო) შექმნა  სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შემსწავლელი თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფი).  საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლის გამოყენებით საბჭომ მიზნად დაისახა  თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა არა მარტო საკანონდებლო, არამედ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.


საბჭოს გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის ჩატარების შესახებ გამომდინარეობდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საქართველოში არსებული პრობლემებიდან. გადაწყვტილებათა მიღების თანამონაწილეობითი პროცესის დანერგვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს (იხ.: ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, გამოწვევა 1, ვალდებულება 2; ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი 2017-2020, პრიორიტეტი 2.2; საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020, მიზანი 1). მიუხედავად აღნიშნულისა, ნელია მოცემული მიმართულებით პროგრესი. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მმართველობის განვითარებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის ინიციატივის (SIGMA) 2018 წლის შეფასებით, საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების შეფასების კომპონენტში საქართველომ 0 ქულა მიიღო.

 

IDFI როგორც საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წვერი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფს მიაწვდის ექსპერტულ დახმარებას, რომელიც აუცილებელი იქნება თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და წარმატებით დასრულებისთვის.  

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მთავარი მიზანია თემატური მოკვლევის ჩატარების პროცესის ხელშეწყობა. ამ მიზნით IDFI შეიმუშავებს ყველა აუცილებელ მოსამზადებელ მასალებს, მონაწილეობას მიიღებს თემატური მოკვლევის შეხვედრებსა და ზეპირ მოსმენებში, გააანალიზებს მასალებს, შეისწავლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოამზადებს თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.  პროექტის ფარგლებში მომზადებულ ყველა დოკუმენტს, მასალების პარლამეტში ოფიციალურ რეგისტრაციამდე, IDFI შეათანხმებს სამუშაო ჯგუფის წევრებთან. პროექტის მთავარი პროდუქტი იქნება IDFI-ის მიერ მომზადებული და სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული თემატური მოკვლევის ანგარიში.  ანგარიში სხვა საკითხებს შორის მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ დაწესებულებებში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკისა და კანონმდებლობის შესწავლის პროცესში გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. 

 

სამოქმედო გეგმა

 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

07.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024