სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – პასუხები ფინანსთა სამინისტროსგან

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 2 ოქტომბერი 2015

საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 17 ივნისს მიღებული დადგენილების (N400) საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020”. სტრატეგიის შექმნაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩართული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროც. IDFI დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა სტრატეგიის განხორციელების პროცესი. ამისათვის, ორგანიზაციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე კითხვით მიმართა.

 

1. დღევანდელი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, როგორ ხედავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველო 2020-ის დოკუმენტში დასახული ამოცანების განხორციელების პერსპექტივას?


საქართველო 2020-ში დასახული ამოცანების და მიზნების მიღწევა რჩება მთავრობის პრიორიტეტად და მიმდინარეობს მათი ეტაპობრივი განხორციელება შესაბამისი რეფორმების გატარების გზით. ცვლილება შესაძლოა შეეხოს მხოლოდ ცალკეული ინდიკატორების მიღწევას, რაც განპირობებულია გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთვარობის 2015 წლის 25 ივნისის №1355 განკარგულებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს, ინდიკატორების ნაწილში.

 

2. იმის გათვალიწინებით, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრა, მიაჩნია თუ არა სამინისტროს, რომ საჭირო გახდება არჩევანის გაკეთება მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის გასატარებელ პოლიტიკასა და მთავრობის მიერ დასახულ სოციალურ და ეკონომიკური მიზნების განხორციელებას შორის? ამ შემთხვევაში, სამინისტროს აზრით, რა უნდა იყოს მთავრობისთვის პრიორიტეტი, და როგორ აისახება მთავრობის არჩევანი სტრატეგია საქართველო 2020-ის განხორციელებაზე?


ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად ამგვარი არჩევანის წინაშე საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე არ დგას. თუმცა, საქართველო 2020-ში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აღნიშნული ვითარების დადგომის შემთხვევაში მთავრობის პოლიტიკა: „სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა სწრაფი და ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. იმ შემთხვევაში, თუ დადგება არჩევანის აუცილებლობა მთავრობის სხვა სოციალური ან ეკონომიკური მიზნების განხორციელებასა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაცხადებული პოლიტიკის შესრულებას შორის, უპირატესობა ამ უკანასკნელს მიენიჭება.“ (საქართველო 2020, გვ. 16-17)

 

3. რამდენად დიდ გავლენას მოახდენს 2015 წელს განხორციელებული ბიუჯეტის კორექტირება საქართველო 2020-ის დოკუმენტში დასახული ამოცანების განხორციელებაზე და შენარჩუნდება თუ არა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2016 წლის ბიუჯეტში?


2015 წლის ბიუჯეტში განხორციელებული კორექტირება არ შეხებია სოციალურ ვალდებულებებს და ამ მიმართულებით ხარჯები არ შემცირებულა. მთავრობისთვის სოციალური მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშპ-ის 9%-ზე მეტი იხარჯება.

 

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა ეტაპობრივად დაინერგა 2013 წლიდან და დღეის მდგომარეობით, ფარავს ყველა მოქალაქეს, ვინც არ სარგებლობს სადაზღვევო სქემებით.

 

2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სახსრები ყველა იმ სოციალური ვალდებულების დასაფინანსებლად, რაც სახელმწიფოს აღებული აქვს მისი მოქალაქეების წინაშე, მათ შორის გაგრძელდება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა.

 

4. ეკონომიკური გამოწვევების გარდა, არის თუ არა სხვა (პოლიტიკური, სოციალური) დაბრკოლებები, რაც ხელს შეუშლის 2020-ის მიზნების განხორციელებას?


საქართველო 2020-ში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორცილებისთვის დამაბრკოლებელი პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები არ არსებობს.

 

5. სტრატეგიაში დასახული რომელი ერთი მიზნის (კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა) მიღწევა მიაჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტულად?


აღნიშნული მიზნები იმთავითვე განისაზღვრა, როგორც თანაბარმნიშვნელოვანი პრიორიტეტები ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. არ არსებობს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნის არჩევისთვის რაიმე სახის წინაპირობა.

 

6. რამდენად ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო განაცხადის განხილვის დროს გათვალისწინებული პრიორიტეტების სტრატეგია 2020-ის მიზნებთან შესაბამისობის გადამოწმება?


წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტი თავის მხრივ წარმოადგენს სახელმწიფო მართვის და საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ნაწილს.

 

მისი შემუშავება ხდება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ხარჯების საშულოავადიან ფისკალურ ჩარჩოს. დოკუმენტი თავის მხრივ ემყარება სამთავრობო პროგრამას და გამომდინარეობს სექტორული სტრატეგიებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან.

 

მხარჯავი დაწესებულებები, თავად ახორციელებენ პოლიტიკის განსაზღვრავს შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, არსებული სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად, ხოლო წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილე მხარეები განსაზღვრულია კანონმდებლობით და ბიუჯეტის მთავრობის სტრატეგიასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის სისტემა და საქართველოს მთავრობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები

19.11.2019

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის რისკები და გამოწვევები - IDFI-ს შეფასება

10.11.2019

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

08.11.2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი

06.11.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება

14.11.2019

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019