Media.Ge

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

 

„1 ოქტომბრის შემდეგ მოქალაქეებს საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდზე კომუნიკაციისთვის მეტი ბერკეტი აქვთ“

25.06.2013 12:10

 

1 ოქტომბრის შემდეგ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში  სოციალურ ქსელ Facebook-ის კედელი დახურული, ხოლო  შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია დახურული ჰქონდა, დღეს ეს პრობლემები მოაგვარა და მოქალაქეებს აქვთ მეტი ბერკეტი უწყებასთან საკომუნიკაციოდ- ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდებისა და ვებ-გვერდების   მონიტორინგის  ანგარიშს წარმოადგენს.

კვლევა, რომელიც 2013 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა,  მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საჯარო დაწესებულებები გააქტიურდნენ მომხმარებლებთან კომუნიკაციის საკითხში. ბევრი მათგანი აქტიურად ეხმაურება მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებსა და გამოთქმულ მოსაზრებებს.

IDFI აღნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციის მიუხედავად პრობლემები და გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება ქართული სამთავრობო უწყებების Facebook გვერდებზე.   კერძოდ,    სიახლეების განთავსების სტრატეგიის არქონა. „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა უწყებას მთელი თვის მანძილზე ორი ან სამი აქტივობა ჰქონდა საკუთარ გვერდზე, ზოგ მათგანს კი მთელი  თვის მანძილზე არ განუთავსებია სიახლე. ეს ტენდენცია მოქალაქეების პასიურობის მიზეზია. შესაბამისად, გვერდი მხოლოდ ინფორმაციის გამტარის როლს ასრულებს და არა სადისკუსიო პლატფორმის“- აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე ნათვამია, რომ Facebook გვერდის საინფორმაციო ნაწილში, საჯარო უწყებები ხშირად არ უთითებენ დაწესებულების მისიას, გვერდის დანიშნულებას, ისტორიას, საკონტაქტო ინფორმაციას. “არცერთი მათგანის გვერდზე არ შეგვხვედრია მოდერაციის ინსტრუქცია და კომენტირების წესები. ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის Facebook გვერდებზე” -  ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ    საკვლევი ობიექტების უმეტესობას არ აქვს ინტერაქციული და საინტერესო აპლიკაციები. ნაწილის გვერდზე კი ტექნიკურად გაუმართავი აპლიკაციებიც ფიქსირდება.

„აუცილებელია, რომ უწყების გვერდზე ხშირად განთავსდეს თემატური სიახლეები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა, აუცილებელია გაიხსნას ყველა სამინისტროს კედელი და გააქტიურდეს შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებამ განსაზღვროს მისი ოფიციალური Facebook გვერდის მუშაობის სტრატეგია და ამის შესახებ გამომწერებს გვერდის საინფორმაციო განყოფილებაში აცნობოს. აუცილებელია შემუშავდეს მოდერაციის, კომენტირების წესები“ ამბობენ კვლევის ავტორები და აღნიშნავენ, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს აპლიკაციების ინტეგრაციაზე და მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს სხვადასხვა წყაროების ბმულების გაზიარებით. ეს მოქალაქეებში საჯარო დაწესებულებისადმი ნდობის ფაქტორს ზრდის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოქალაქეების პირად შეკითხვებზე პასუხის გაცემის პრაქტიკა და ნებისმიერი მომხმარებლის ყველა შეტყობინებას მოჰყვეს გამოხმაურება.
კვლევის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024