GeoDigital TV

IDFI მედიაში 9 მაისი 2013

უჩა სეთურის სუბიექტური აზრი

უჩა სეთური, IDFI, ექსპერტი ტელეკომუნიციებში და მედია სამართალში

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“  (IDFI)  მიერ, პროცესის კორდინატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა რამდენიმე კვლევა, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ზოგადი პოლიტიკის, პროცესში ჩართული სუბიექტების სუბსიდირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების, კონკურენციის რეგულირების, მულტიპლექსირების რესურსებთან  დაშვების ტარიფების, საინფორმაციო კამპანიის წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ჯგუფის წევრებს შორის, ხოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 7 მარტს პრემიერ მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა მისი ხედვა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და გამოითქვა გარკვეული შენიშვნები ჩვენი ორგანიზაციის და ა(ა)იპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის მიერ.

უდავოა, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვა 2015 წლის 17 ივლისამდე, ხოლო ამ თარიღამდე უნდა დასრულდეს  ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის რეალიზაცია. აღნიშნული გეგმა ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ არის, ისევე როგორც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია. აღნიშნული ვადა განსაზღვრულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ, რომელიც გულისხმობს, რომ 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების გადაფარვისგან.

უკეთესი ხარისხის სამაუწყებლო პროგრამების გარდა, საეთერო ციფრული მაუწყებლობის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი თაობის ინტერაქტიული სერვისები, საგანმანათლებლო ან სხვა კატეგორიის საინფორმაციო მომსახურება და სხვა პროდუქტები, რომლის მიწოდება შეუძლებელია ანალოგური საეთერო ქსელით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შექმნის წინაპირობებს სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებისთვის, აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერებისთვის.

ცალსახაა, რომ უაღრესად დიდია მაუწყებლობის ზემოთხსენებული ტექნოლოგიის მნიშვნელობა ბოლო მომხმარებლებისათვის, განსაკუთრებით ე.წ. უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგურ საეთერო მაუწყებლობაზე დამოკიდებულია რეგიონების მოსახლეობის დიდი უმეტესობა, სადაც ალტერნატივად კარგად განვითარებული სატელიტური მაუწყებლობის სერვისები მოიაზრება. დიდ ქალაქებში IP და საკაბელო ქსელი კარგადაა განვითარებული და საეთერო მიწისზედა მაუწყებლობაზე დამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა კარგი ხარისხის მომსახურების ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში ე.წ. ოჯახებში მეორე და მესამე ტელევიზორი სწორედ უფასოდ ტრანსლირებად ციფრულ საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის სერვისებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც სრულფასოვანი კონკურენტი პლატფორმა არსებული სამაუწყებლო ციფრული და ანალოგური ტრანზიტული ტექნოლოგიების გვერდით, სახელმწიფოს მინიმალური ფინანსური ჩარევით.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს  შემდეგ პრინციპებს:

  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
  • საქართველოში  საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
  • გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა;
  • მედიის თავისუფლების მუდმივი ხელშეწყობა;
  • კონკურენტუნარიანი ბაზრების განვითარების ხელშეწყობა;
  • ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად  ეფექტურად გამოყენება;
  • საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
  • საერთაშორისო დონეზე  ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მოსახლეობის არაინფორმირებულობის, ეთნიკური სიჭრელის, დაბალი შემოსავლების და სხვა მრავალი პრობლემის გვერდით, არანაკლებ აქტუალურია მიწოდების მხარის პრობლემები, კერძოდ რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიების  პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფო ხელშეწყობას.

უდავოა, რომ საკითხი შეეხება დემოკრატიული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, კერძოდ, საეთერო მაუწყებლობას. ადეკვატურია დამოკიდებულება საკითხის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მიმდინარე პროცესების შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული როგორც ფართო საზოგადოება, ასევე საკითხზე უშუალოდ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

 უჩა სეთური GeoDigital.tv-სთვის

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024