გურიანიუსი

IDFI მედიაში 11 თებერვალი 2014

IDFI-მ ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

 

IDFI-მ 2014 წლის 11 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენს.  

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამინისტრომ  ინსტიტუტს არასრულყოფილი სახით მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია  სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების, "როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯული თანხების შესახებ. ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული სახელიებისა და გვარების, აგრეთვე თვეების მიხედვით ინსტიტუტის მოთხოვნის შესაბამისად. სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია და შესყიდვის განხორციელების აუცილებლობის შესახებ ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან  შესაბამისი მიწერილობა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ენერგეტიკის სამინისტროდან მხოლოდ შესყიდვების გეგმა მივიღეთ, რომელიც არ შეიცავს მოთხოვნილ ინფორმაციას.  

 

ინსტიტუტმა ვერ მიიღო ასევე ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული არც მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებეთა ნუსხა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს პასუხი არ არის კლასიფიცირებული, სრულყოფილი და ზუსტი, რადგან  წარმოადგენს მხოლოდ ჯამურ მონაცემებს. ინფორმაცია, რომელიც ინსტიტუტის მიერ იქნა მოთხოვნილი არ შეიცავს სზაკ-ით გათვალისწინებულ საიდუმლო ან პერსონალურ მონაცემებს, საჯაროა და  ექვემდებარება გაცემას. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ურუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და ითხოვს სამინისტროსგან, ინფორმაციის გაცემას მოთხოვნის შესაბამისად;  

IDFI იმედოვნებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ინსტიტუტის მოთხოვნაზე და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024