Media.Ge

IDFI მედიაში 10 თებერვალი 2014

სადენიანი ინტერნეტით საქართველოში 434 969 აბონენტი სარგებლობს

IDFIსაერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტიუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის  ოქტომბრისთვის სადენიანი ინტერნეტით 434 969 აბონენტი სარგებლობდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებიდან ჩანს, რომ სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილზე არის იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტით. რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში – საერთო ჯამში,  2013 წლის ოქტომბრისთვის, ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტ აბონენტია დაფიქსირებული. IDFI-ის განცხადებით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყანაში სადენიანი ინტერნეტის არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემაა.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელის ზრდის ტემპის ნაკლებოდა შესაძლებელია ერთი მხრივ, ბაზრის მოთხოვნებით იყოს განპირობებული და მეორე მხრივ, მიანიშნებდეს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე;

სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში  ბაზრის ლიდერია კომპანია “სილქნეტი” – 212 ათასზე მეტი აბონენტი. მას მოჰყვება კავკასუს ონლაინი 139 936-იანი აბონენტით. სხვა დანარჩენი 24 კომპანია მხოლოდ 82 392 აბონენტს აწვდის სადენიან ინტერნეტს.

GNCC-ის მონაცემებით, სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მომხმარებელთა ოდენობა (51% – 221 170) მცირედით აღემატება DSL ტექნოლოგიის აბონენტებს (49% – 212 968).

2013 წლის ოქტომბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ დედაქალაქში, სადაც სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია, უსადენო ინტერნეტ  მომხმარებელთა მოცულობით მეექვსე ადგილზეა სხვა რეგიონებთან შედარებით. უსადენო ინტერნეტი ყველაზე კარგად  ქვემო ქართლსა და იმერეთშია განვითარებული. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, ეს ტექნოლოგია  87 882 აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

IDFI საქართველოს რეგიონებში ინტერნეტ მოხმარების უკეთესი დონის მისაღწევად, ერთ-ერთი გზად მობილური ინტერნეტის განვითარებას მიიჩნევს. 2013 წლის ოქტომბრისთვის მობილური ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 1 209 414-ს უტოლდებაროგორც სადენიანი ინტერნეტის, ისე მობილური ინტერნეტის ბაზარზე ორი კომპანიის დომინანტობა შეინიშნება. 51%-ს (619 718) მომსახურებით უზრუნველყოფს ჯეოსელი, მაგთიკომი კი აბონენტების 30%-ს (361 516) აწვდის ინტერნეტ მომსახურებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინტერნეტის გავრცელება ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. მართალია ბოლო პერიოდში უსადენო ინტერნეტი სწორედ ამგვარ ტერიტორიებზე ვითარდება, თუმცა საჭიროა ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებული ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების კუთხით, აგრეთვე ინტერნეტ ბაზართან დაკავშირებული ნებისმიერი აქტორის მხრიდან ამ პროცესში კოორდინირებული მუშაობა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024