media.ge

IDFI მედიაში 2 დეკემბერი 2013

 

თბილისის მედიაკონფერენციაზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო საიტი წარმოადგინეს
ნატა ძველიშვილი
29/11/2013
 
 
თბილისის მედია კონფერენციაზე "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა" ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო საიტი (digitaltv.ge) წარადგინა. ამ ვებ გვერდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი. 
 
როგორც IDFI-ს ექსპერტმა უჩა სეთურმა 29 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ვებ გვერდზე ინფორმაცია თანდათან შეივსება. მას დაემატება ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის დონეზე მიიღება. სამომავლოდ იგეგმება, რომ ვებ-გვერდი მთავრობას საჩუქრად გადაეცეს. 
 
IDFI-მ კონფერენციის მონაწილეებს ასევე წარუდგინა ვიდეო კლიპები, რომელიც მოსახლეობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ორგანიზაციამ ასევე შექმნა ერთგვარი სიმბოლო (მასკოტი), რომელიც ამ პროცესის მაიდენტიფიცირებელი გახდება.
 
ქვეყანა  ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა დაასრულოს. ეს ვადაც ევროპის ქვეყნებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU-მ) დაუდგინონ.  2006 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო.  თუმცა, უმრავლესი ქვეყნებისგან განსხვავებით, ციფრულ მაუწყებლობაზე  ჯერ არ გადასულა.
 
უჩა სეთურმა ამ პროცესის ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო სტრატეგიის ტექნიკური მონაცემების და სამოქმედო გეგმის არარსებობა, აგრეთვე დაინტერესებული მხარეების და მოსახლეობის არაინფორმირებულობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების ბუნდოვანი პოლიტიკა.
 
IDFI-ის ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკურენცია იყოს შენარჩუნებული და მონოპოლიზაციის საფრთხე თავიდან აცილებული. სეთურის განცხადებით, ამჟამად მთავრობაში ფიქრობენ, რომ ექვსი მულტიპლექსის ლიცენზია გადასცენ ერთ კერძო პირს, რომელიც 2017 წლამდე  ქსელის ააწყობს. აქედან 2 მულტიპლექსი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეიქმნება. დანარჩენი ოთხი კი კერძო არხებს, ჯამში 60 არხამდე გაატარებს.
 
„ამ მიდგომით, არის მონოპოლიზაციის საფრთხე და აღარ გვექნება პლატფორმის შიდა კონკურენციის შანსი, არხებისთვის ალტერნატივა აღარ იარსებებს და მათ სატელიტით ან კაბელით მოუწევთ სიგნალის გავრცელება.“, - აღნიშნა უჩა სეთურმა. მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო და ოპერატორები ფასზე შეთანხმდნენ. ამისთვის საჭიროა მინიმუმ ორი მულტიპლექს ოპერატორი არსებობდეს.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024