გამოცდილების გაზიარება ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და აჭარის ღია მმართველობის საბჭოს შორის

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ივლისი 2020

14 ივლისს, გაიმართა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს შორის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა დისტანციურად, და მისი მიზანი ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა კახა კუჭავამ და გიორგი კახიანმა ისაუბრეს საპარლამენტო ღიაობაზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გამოცდილებაზე, ფუნქციებზე, გამოწვევებზე, სამოქმედო გეგმებისა და ანგარიშების შემუშავების პროცესებზე.

 

შეხვედრაზე საპარლამენტო საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელმა, ნინო მაყაშვილმა, ღია მმართველობის საბჭოს წევრებსა და უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო დეპარტამენტს გაუზიარა საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ გამოცდილება.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოდან შეხვედრას ესწრებოდნენ ღია მმართველობის საბჭოს წევრი დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო საბჭოს სამდივნოს და უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024