IDFI-მ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სიახლეები | მემორანდუმები 6 მარტი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველომ (ELSA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს „ელსასა“ და IDFI-ს ურთიერთთანამშრომლობის გზით,სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, გარკვეული თემების პუპულარიზაციას, საჯარო და სხვა ინსტიტუტების საქმიანობის გამჭირვალობის ხელშეწყობას, სხვადასხვა აქტივობებში სტუდენტების ჩარულობის გაზრდას.

 

შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ  2014 წლის 5 მარტს  მოეწერა ხელი.

 

 ღონისძიებაზე IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სტუდენტების მონაწილეობის მნიშვნელობა IDFI–ს მიერ დაგეგმილ  პროექტებში და გამოთქვა მზადყოფნა იმ ღონისძიებების ხელშეწყობისთვის, რომლებსაც „ელსა“ განახორციელებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი პროექტი. IDFI-მ მონაწილეობა მიიღო „ელსას“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თემაზე.

 

კონფერენციაზე IDFI-ს წარმომადგენელმა, თეონა ტურაშვილმა პროექტის მონაწილეებს  პრეზენტაცია წარუდგინა  საქართველოში ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა სტატისტიკა გააცნო და ინტერნეტ მომხმარებელთა თავისებურებებზე,  ინტერნეტიზაციის ძირითადი პრობლემებზე და ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

გარდა ამისა, თეონა ტურაშვილმა საქართველოში ელ-მმართველობის განვითარების ტენდენციებზე,  არსებულ გამოწვევებსა და ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ დანერგილ რამდენიმე ელ-რესურსზე (მათ შორის, პორტალი my.gov.ge, ვებ-გვერდი matsne.gov.ge) ისაუბრა.  მან სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) და ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების, კერძოდ, სამთავრობო პლატფორმა iChange.ge-ს შესახებ.

 

სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში, დასვეს შეკითხვები და  ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად და ეფექტურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებსა და ონლაინ პლატფორმებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გასამართად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად. სტუდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და დაინტერესდნენ ამ მხრივ სახელმწიფოს პოზიციით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ტექნიკური პრობლემების გარდა, დამსწრე საზოგადოება დისკუსიის დროს შეეხო მოქალაქეების მიერ ნაკლებ ჩართულობას და აქტიურობას სხვადასხვა ონლაინ რესურსებზე. დასახელდა რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობა, კერძოდ, სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ხშირად მოქალაქეები საკმარისად არ არიან ინფორმირებულნი სახელმწიფოს მიერ დანერგილი ელ-სერვისების შესახებ. ამას გარდა, გამოითქვა მოსაზრება, რომ მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი გარანტია იმისა, რომ მათ მიერ ონლაინ ან სხვა ფორმაში გამოხატულ მოსაზრებებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაითვალისწინებენ.

 

/public/upload/Londa/elsa.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024