Media.Ge

IDFI მედიაში 11 დეკემბერი 2012

ქართული საჯარო უწყებები და სოციალური ქსელი

IDFI

ქართული საჯარო უწყებები და პოლიტიკური პარტიები სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდს არაეფექტურად იყენებენ, ირკვევა კვლევიდან,  რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. ორგანიზაცია 19 საჯარო უწყების, 11 პოლიტიკური პარტიისა და 6 ტელეკომპანიის ოფიციალურ facebook გვერდებს 4 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ როგორც საჯარო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელს მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ინტერაქციისთვის არ იყენებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როგორც შეტყობინების გაგზავნის, ისე კედელზე დაწერის ფუნქცია დახურული აქვთ, გამოქვეყნებულ კომენტარებზე კი მომხმარებელს პასუხს არ სცემენ. ხშირად იშლება და ქრება მოქალაქეების მიერ გამოთქმული ძირითადად კრიტიკული შინაარსის მოსაზრებები.

IDFI-მ პარტიებსა და სამინისტროების  facebook გვერდის ადმინისტრატორს კითხვებით მიმართა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეხმაურებოდნენ ისინი მოქალაქეებს, აღმოჩნდა, რომ ნაწილმა მათგანმა საერთოდ არ უპასუხა. მათ შორისაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გვერდები. რომლის ადმინისტრატორებიც უპასუხოდ ტოვებენ მოქალაქეთა კომენტარებსა, თუ კითხვებს.

მკვლევრების თქმით, სიტუაცია ბოლო დროს გამოსწორდა. ამის მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტრო დაასახელეს, რომელმაც უპასუხა როგორც ბოლოს დასმულ კითხვას, ასევე გამოეხმაურა ძველ შეტყობინებასაც, რომელიც მკვლევარმა რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა.

მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამთავრობო უწყების ოფიციალური საიტები  ხელმძღვანელის facebook გვერდს მიბმული არ უნდა იყოს.

„პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გვერდი შეიცავდა აპლიკაციას, რის შექმნაზეც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, მისი გადარჩევის შემდეგ კი ეს აპლიკაცია ჰაერში დარჩა. ახლა ბიძინა ივანიშვილის გვერდი მიება მთავრობის საიტს.  უწყებების გვერდების პერსონიფიცირება არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა პროექტის ანალიტიკოსმა თეონა ტურაშვილმა.

IDFI-მ სამთავრობო უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენს ხარჯავდნენ ისინი სოციალური ქსელების აპლიკაციის შექმნასა და რეკლამირებაში. ორგანიზაციამ ინფორმაცია ყველა უწყებიდან სრულად ვერ მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით კი 38350 ლარი გამოიყო facebook-ის აპლიკაციისთვის, თუმცა ეს ფუნქცია მონიტორინგის ჯგუფმა ვერ იპოვა.

„ყველა საჯარო უწყება ორიენტურებული უნდა იყოს მოქალაქეთა ჩართულობაზე, ინტერაქციაზე და არა მისი გვერდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა მარიკა კეჭაყმაძემ.

IDFI-მ მოამზადა რეკომენდაციები და მონიტორინგში მოხვედრილ ყველა სუბიექტს გაუგზავნა. ორგანიზაცია უწყებებს ურჩევს facebook-ის გვერდს ჰყავდეს მინიმუმ ერთი აქტიური ადმინისტრატორი, რომლის ერთერთი უმთავრესი მოვალეობა გვერდზე ინფორმაციის მუდმივი და სისტემატური განახლება და მომხმარებელთან პირდაპირი კავშირის უზრუნველყოფა იქნება. ფოტო ალბომების შექმნისას კი მკვლევრები ურჩევენ ყველა მათგანს ჰქონდეს სათაური, სურათებზე გამოსახული ღონისძიებისა თუ შეხვედრის აღწერა. გვერდები უნდა იყოს მაქმიმალურად გახსნილი მოქალაქეებისთვის და მათ ადმინისტრატორთან კონტაქტის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024