IDFI-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - კარგი მმართველობის ფორუმი 2022

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 12 დეკემბერი 2022

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოხარულია მოგიწვიოთ საერთაშორისო ჰიბრიდულ კონფერენციაზე - კარგი მმართველობის ფორუმი 2022 (GG Forum 2022)

 

თარიღი: 13 დეკემბერი, 2022

დრო: 13:00-18:30 (UTC/GMT+4)

ადგილი: Zoom, ლაივსტრიმი IDFI-ის Facebook გვერდზე

 

ფორუმის თემაა დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა/დაჩქარება: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები. კონფერენციის მიზანია მიმოვიხილოთ დეცენტრალიზაციის რეფორმის გლობალური ტენდეციები, კარგი პრაქტიკები და საჭიროებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება არსებული გამოწვევების გასამკლავებლად ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრინციპებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების განსახორციელებლად.

 

ამ მიზნით, ღონისძიება გეგმავს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გამართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, მუნიციპალიტეტების გაციფრულება და ადგილობრივი სერვისების მიწოდება.

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ პანელებს:

 

1. დეცენტრალიზაციის რეფორმები: წარმატების ფორმულა, გამოწვევები და შესაძლებლობები

 

2. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობა: მთავარი პრინციპები, წარმატებული მაგალითები და ნასწავლი გაკვეთილები

 

3. გაციფრულება მუნიციპალიტეტებში: საერთაშორისო ტენდენციები, კარგი პრაქტიკები და გამოწვევები

 

4. ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების მოდელები

 

კონფერენცია ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ისა და USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

 

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურ-ქართული სინქრონული თარგმანი)

 

მიბმული დოკუმენტის სახით იხილეთ ღონისძიების დეტალები და პროგრამა.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთშემდეგი ბმულით:bit.ly/3H10lyt 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებთ კონფერენციის ბმულს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023