IDFI მერიასა და „სი-თი პარკს“ შორის ხელშეკრულების საიდუმლო დეტალებს აქვეყნებს

IDFI მედიაში 9 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) თბილისის მერიასა და შპს „სი-თი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „სი-თი პარკს” შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.


„როგორც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით გასაჯაროებული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, დღემდე კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ხელშეკრულებისა და დანართების ათობით სხვადასხვა მუხლი და ქვეპუნქტი, დანართების დიდი ნაწილი და ხელშეკრულებაში შესული სამი ცვლილება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ბლოგზე.


შემოსავლის განაწილება თბილისის მერიასა და „სი-თი პარკს“ შორის


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დღემდე უცნობი იყო, ეხება თბილისის მერიასა და "სი-ტი პარკს“ შორის შემოსავლების განაწილებას. კერძოდ, უცნობი იყო თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის საერთო შემოსავლების განაწილების წესი (ხელშეკრულების მუხლი 11.3). როგორც ირკვევა, თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში), ხოლო შპს „სი-ტი პარკს“ – პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. აქვე უნდა ითქვას, რომ ასევე, საიდუმლოდ იყო მიჩნეული მუხლი 11.1.3, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტებული იყო ის მომსახურებები, რაც არ ითვლება „დამატებით მომსახურებად“ და არ აძლევდა ქ. თბილისის მერიას შემოსავლის მიღების უფლებას (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ა.შ.). ქ.თბილისის მერიას არ ქონდა უფლება მიეღო სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები (დანართი 11.3) იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ რაც ქ.თბილისის მერიას უნდა მიეღო სი-ტი პარკისგან ყოველწლიურად.ხელშეკრულების დანართის თანახმად, ქ.თბილისის მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024