IDFI-ს დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის შერჩევის საბოლოო ეტაპს გადის

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 31 მარტი 2016

ხვალ, 1 აპრილს, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) გამართავს გასაუბრებების ბოლო შესარჩევ ეტაპს სადაც მონაწილეობას მიიღებს OGP-ის მმართველ კომიტეტში (Steering Committee) შესარჩევი კონკურსის მონაწილე 16 ნახევარფინალისტი. საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალში 47 კანდიდატიდან მხოლოდ 16 ადამიანი იქნა შერჩეული, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. საბოლოოდ OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი მხოლოდ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდება.


ინტერნეტ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე დარეგისტრირების შედეგად. ინტერნეტ-კონფერენციის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ნახევარფინალისტებს, გაიგონ მათი ხედვა ღია მმართველობის პარტნიორობაზე და მიწერონ კითხვები, რომელსაც კანდიდატები უპასუხებენ.


კომიტეტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მისი მთავარი მისიაა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დაცვა და გავრცელებაა. მმართველი კომიტეტი პასუხისმგებელია ღია მმართველობის პარტნიორობის საქმიანობის მეთვალყურეობაზე, პოლიტიკისა და თანამშრომლობის წესების განსაზღვრაზე. კომიტეტი 22 წევრისგან შედგება - 11 მთავრობისა და 11 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. წევრები კომიტეტში სამი წლით აირჩევიან, ვადის 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გიორგი კლდიაშვილი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობასთან მიერთების დღიდან აქტიურად არის ჩართული OGP-სთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონულ თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში და არის OGP-ის საქართველოს ფორუმის (Open Government Georgia Forum ) თანათავმჯდომარე და საქართველოს ღია და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაციის - IDFI - დირექტორი.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად 69 სახელმწიფოს აერთიანებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024