ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევი ნახევარფინალისტების სია გამოაქვეყნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 მარტი 2016

10 მარტს ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევად კონკურსში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნახევარფინალისტთა სია გამოაქვეყნა. ნახევარფინალში 47 ნომინაციიდან 16 კანდიდატი გავიდა, რომელთაგან OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 6 კანდიდატი გახდება.


მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მისი მთავარი მისიაა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დაცვა და გავრცელება. მმართველი კომიტეტი პასუხისმგებელია ღია მმართველობის პარტნიორობის საქმიანობის მეთვალყურეობაზე, პოლიტიკისა და თანამშრომლობის წესების განსაზღვრაზე. კომიტეტი 22 წევრისგან შედგება - 11 მთავრობისა და 11 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. წევრები კომიტეტში სამი წლით აირჩევიან, ვადის 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი რომ გახდეს მმართველი კომიტეტის წევრი, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: საერთაშორისო არენაზე აქტიური ჩართულობა, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ეფექტიანი ურთიერთობა; საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებისა და ინტერესების წარმოდგენა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების პროაქტიულად და ცხადად წარმოჩენა.

 

კონკურსში მონაწილეობას იღებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც ნახევარფინალისტებს შორის მოხვდა.


აღსანიშნავია, რომ გიორგი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობასთან მიერთების დღიდან აქტიურად არის ჩართული OGP-სთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონულ თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში და არის OGP-ის საქართველოს ფორუმის (Open Government Georgia Forum) თანათავმჯდომარე და საქართველოს ღია და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზაციის - IDFI - დირექტორი. 2011 წელს გიორგი გახდა OGP Bright Spot-ის ფინალისტი, მისი ჩართულობით ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონში საქართველოს მთავრობამ შეიტანა ცვლილებები ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაზეც გიორგიმ ლონდონში გამართულ წლიურ OGP-ის სამიტზე ისაუბრა. ამავდროულად, IDFI აღიარებულია, როგორც საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერი ორგანიზაცია.


აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის წლიურ გლობალურ სამიტზე, IDFI-მ საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი წარადგინა ნომინაციაზე - საუკეთესო საპარლამენტო გუნდი, რომელიც ყველაზე აქტიურად თანამშრომლობდა და ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. აღნიშნულ ნომინაციაში ინტერ-ფრაქციულმა ჯგუფმა გაიმარჯვა და მოიპოვა OGP-ის ჯილდო. IDFI-ს კოორდინაციით და გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016.


ამჟამად, IDFI, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024