IX მოწვევის პარლამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული პრობლემური კანონპროექტი არ მიიღო

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 ოქტომბერი 2020

2019 წლის ოქტომბერში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების კრიტიკის საგანი გახდა. IDFI აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის განხილვისა და ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლის პროცესში. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, IDFI-მ გამოაქვეყნა კანონპროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები.

 

დაინტერესებულ მხარეებთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება პირველად 2020 წლის ივნისში შეფერხდა. მესამე მოსმენით განხილვის ეტაპამდე მისული კანონპროექტი მეორე მოსმენის რეჟიმს დაუბრუნდა.

 

კანონპროექტის მნიშვნელოვნად სახეცვლილი ვერსია 2020 წლის სექტემბერში ხელმეორედ, მეორე მოსმენაზე იქნა წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების ფარგლებში განიხილა, თუმცა, კენჭსაყრელ საკითხებში ის ვერ მოხვდა. კანონის პროექტის კენჭისყრა IX მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 30 სექტემბერსაც იგეგმებოდა, მაგრამ ინიცირებული და განხილული ცვლილებების პროექტი, ამ მოწვევის პარლამენტმა, კენჭისყრაზე ბოლო პლენარული სხდომის ფარგლებშიც არ დააყენა.

 

Რა ბედი ელის კანონპროექტს ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში?

 

პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი, მხოლოდ იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელებას, რომელთა განხილვაც მიზანშეწონილად ჩაითვლება და მოხვდება განსახილველი საკითხების ნუსხაში. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე, კანონის პროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. თუ კანონპროექტის განხილვის პროცედურა არ გაგრძელდება, შესაძლებელია, ახალი მოწვევის პარლამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში ახალი ცვლილებების ინიცირების მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.

 

IDFI მიესალმება იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით არ მიიღო კანონპროექტი, რაც მისი შინაარსობრივი გადახედვის დამატებით საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ IDFI-იმ დეტალურად შეისწავლა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. ინსტიტუტმა კვლევა და რეკომენდაციები 22 სექტემბერს ონლაინ კონფერენციაზე წარადგინა.

 

IDFI მიიჩნევს, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, აუცილებელია მე-10 მოწვევის პარლამენტმა განიხილოს ცვლილებების ახალი ვერსიის შემუშავების შესაძლებლობა.ინსტიტუტი იმედს გამოთქვამს, რომ პირველ რიგში, მოხდება ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის დამტკიცება, რის საფუძველზეც განხორციელდება კიბერუსაფრთხოების შემდგომი რეფორმა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შემდეგი მოწვევის პარლამენტმა ახლიდან დაიწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის ცვლილებებზე მუშაობა და უზრუნველყოს ფართო ჩართულობა კანონის პროექტის შემუშავების პროცესში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024