ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პაკისტანის კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 სექტემბერი 2015

პაკისტანის მთავრობის მიერ ახლახანს შემუშავებული კანონპროექტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობების გლობალურ რეიტინგში (RTI) 146 ქულით შეფასდა. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პაკისტანი 11 ქულით გაუსწრებს სერბეთს, რომელიც 135 ქულიანი მაჩვენებლით მოცემული დროისთვის უმაღლესია შეფასებულ ქვეყნებს შორის. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (CLD) შეფასებით დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონპროექტის შესანიშნავ მაგალითს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების გლობალურ რეიტინგში 97 ქულით არის შეფასებული და 102 შეფასებულ ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს. არსებული რეგულაციების გაუმჯობესების მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აიღო ვალდებულება ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ახალი კანონის შემუშავებაზე. 2014 წლის განმავლობაში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ, IDFI–ს ექსპერტთა ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით. კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. ამ მხრივ, მოცემული დროისთვის ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს არსებული კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტის შედარება პაკისტანის მთავრობის მეირ შემუშავებულ კანონის პროექტთან. აღნიშნული შესაძლებელს გახდის კანონპროექტის ტექსტის კიდევ უფრო დახვეწას. ქვემოთ წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც საქართველოს კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან.

 

საჯარო ინფორმაციის განმარტება 

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საჯარო ინფორმაციის დაფარვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ის არ იქნა მიღებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას აუცილებელია საჯარო ინფორმაცია განიმარტოს როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებული, დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არსებული ნებისმიერი ფორმით.

 

საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადება

სასურველია თუ განმცხადებლის ვინაობის მითითება არ იქნება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადების აუცილებელი მოთხოვნა. ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ქონდეთ ვალდებულება გასცენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც თუ განცხადებაში მხოლოდ ინფორმაციის მიღების მისამართია მითითებულია განმცხადებლის სახელისა და გვარის გარეშე. 

 

საჯარო ინფომრაციის მიღების ფორმა

უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას არ გასცეს ინფორმაცია მოთხოვნილი სახით თუ მისი მოთხოვნილ ფორმატში გადაყვანა დაკავშირებული იქნებოდა შეუსაბამოდ დიდ ხარჯთან, გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირების შეწყვეტას ან დააზიანებდა დოკუმენტს.

 

საჯარო ინტერესის ტესტი

ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ქონდეთ ვალდებულება გასცენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ საჯარო ინტერესი უბრალოდ აღემატება (და არა არსებითად აღემატება) ინფორმაციის გასაიდუმლოებით დაცულ სიკეთეს.

 

გამონაკლისები ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან

სასურველია საქართველოს კანონმდებლობა არ მოიცავდეს საჯარო დაწესებულების დისკრეციულ უფლებამოსილებას არ გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ ის არაგონივრული მოცულობისაა. მსგავსი დისკრეციული უფლება-მოსილება არის ძალზედ მაღალი რისკის მატარებელი და შესაძლოა ბოროტად იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ.

 

საიდუმლო ინფორმაციის გასაიდუმლოების ხანდაზმულობა

სასურველია თუ კონკრეტული პერიოდის შემდეგ საიდუმლო ინფომრაციის განსაიდუმლების შესახებ დებულებები გათვალისწინებულ იქნება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტით.

   

იმუნიტეტი

მნიშვნელოვანია, რომ იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისგან იცავდეს ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც შესაძლოა რაიმე სახით იყოს ჩართული საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესში.

 

საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება

სასურველია საქართველოს კანონმდებლობა იცნობდეს ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულებას უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა გადამზადება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში.

 

/public/upload/courts/foipakistan.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024