საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი

ეროვნული სამართლებრივი აქტები 5 აგვისტო 2014

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინფორმაცია თანამდებობის პირის შესახებ არ წარმოადგეს საიდუმლო ინფორმაციის სახეს, შესაბამისად ყველას ქვს უფლება გაეცნოს მას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განიმარტოს თანამდებობის პირის ცნება. აღნიშნულს „საჯარო სასმახრუში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი1) საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
ფ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები;
ქ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები;
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024