2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.
საქართველოს პარლამენტი ილუზორულად ახორციელებს საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციას, რითაც Covid-19 გავრცელების პრევენციისკენ მიმართული პასუხისმგებლობის ზომების კონსტიტუციურობას აყენებს ეჭვქვეშ.
2020 წლის 21 ოქტომბერს, IDFI-იმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.
20 ოქტომბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია.
14 ოქტომბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2020 წელს საქართველომ 100-დან 76 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2019 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა, საერთო ჯამში, ერთით გაუმჯობესდა.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ.
2020 წლის 2 და 8 ოქტომბერს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2020-2023 წლების კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.
2019 წლის ოქტომბერში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების კრიტიკის საგანი გახდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განაახლეს მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები.
10 და 11 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corners Batumi) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების კვლევებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ამავე მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე „რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე“.