თბილისის მთავრობამ “ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს თბილისის მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის შემუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, 2017 წლის მაისში შეიქმნა 20 წევრისაგან შემდგარი OGP-ის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი“. ჯგუფი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, IDFI, აგრეთვე დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის (USAID), პროგრამა „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.