დაიწყო IDFI-ის ტრენინგები ელ-ჩართულობის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები 16 სექტემბერი 2014

2014 წლის 15 სექტემბერს, IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) დაიწყო ტრენინგები ელექტრონული ჩართულობის შესახებ. ტრენინგები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად.

 

15 სექტემბრის ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის, მისი ელექტრონულად გამოთხოვნის გზების, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, საჯარო უწყებების Facebook და ვებ-გვერდების მონიტორინგის ძირითადი მეთოდებისა და ღია რესურსების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. მათ, ასევე, გადაეცათ ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო, სადაც აღნიშნული საკითხებია განხილული და ნებისმიერ ადამიანს აწვდის ძირითად მიმართულებებს ხელისუფლების ონლაინ რესურსებისა და საქართველოში ელექტრონული მმართველობის დონის შეფასებისთვის. საერთო ჯამში სულ ჩატარდება 6 ტრენინგი, 15-24 სექტემბრის დროით მონაკვეთში.

 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შეისწავლონ Facebook-ზე საჯარო დაწესებულებების გვერდები და მათი ოფიციალური ვებ-გვერდები, გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია, დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას და მოამზადონ ბლოგ-პოსტი საკუთარი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ტრენინგის მონაწილეები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ესეების კონკურსში, რომლის საუკეთესო 10 მონაწილის ბლოგი გამოქვეყნდება IDFI-ის გვერდზე და სამ გამარჯვებულს გადაეცემა Kindle.

 

საგულისხმოა, რომ ტრენინგზე დასწრების სურვილი 300-მდე აპლიკანტმა გამოთქვა, რამაც შერჩევის პროცესი საკმაოდ კონკურენტული გახადა. საბოლოო ჯამში 6 ერთდღიანი ტრენინგისთვის შეირჩა 60 მონაწილე, ძირითადად სტუდენტები, ბლოგერები, დამწყები ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხებით და მიღებული ცოდნას პროფესიულ თუ პრაქტიკულ საქმეში გამოიყენებენ.

 

ტრენინგები იმართება პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ფარგლებში და ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023