კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსი დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 სექტემბერი 2020

2020 წლის 30 სექტემბერს გაიმართა პირველი ლექცია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამაგისტრო საგანში „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“.

 

უკვე მეორე წელია, რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც წარმატებული სტარტის შემდეგ ტრანსფორმირდა, და პირველ წელს არსებული 8 პროფესიული მოდულის ნაცვლად, ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე, შეიქმნა 4 აკადემიური კურსი. აღნიშნულ აკადემიურ კურსებს გაივლიან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების მაგისტრანტები, სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ აკადემიური კრედიტები და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებენ სერტიფიკატებს. კორუფციასთან ბრძოლის საბაკალავრო კურსები 28 სექტემბერს დაიწყო საგნით „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და სამაგისტრო კურსების პარალელურად განხორციელდება.

 

საგანს „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ კითხულობს საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი - თინათინ ხიდაშელი. ლექციის პირველ დღეს, კურსის მონაწილეებს მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. გიორგიმ ხაზი გაუსვა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ისაუბრა კორუფციის დამანგრეველ ეფექტზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ცნობიერების ზრდა კორუფციის და მისი ნებისმიერი შესაძლო გამოვლინების მიმართ.

 

კურსის მონაწილეები საგანში „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ანტიკორუფციული პოლიტიკის საერთაშორისო ჩარჩო; ეთიკის სტანდარტები და ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში; კორუფციის რისკების მართვა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები, საჩუქრები და მასპინძლობის დანახარჯები, საქველმოქმედო შენატანები/სპონსორობა; კორუფციის რისკების მართვა ანგარიშვალდებულ საწარმოებში; კორუფციის რისკების მართვა სახელმწიფო საწარმოებში; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო, კერძო და არაკომერციულ იურიდიულ პირებში (FATF-ის რეკომენდაციები); მხილების არსი და მნიშვნელობა; მხილების ფარგლები; ბალანსი საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის; მამხილებლის და მასთან გათანაბრებული პირის დაცვის გარანტიები; განსხვავება მხილებასა და ინფორმაციის გაჟონვას შორის; მამხილებლის ანონიმურობის დაცვა; კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა; ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობა; ჟურნალისტური ეთიკის წესები; მედია ორგანიზაციაში ჩხრეკის შეზღუდვა.  

 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, საგანში „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ ჩართულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 24 მონაწილე. სულ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაში, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 44 მონაწილე. ამათგან, 20 მონაწილე ჩართულია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო საგნებში.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023