IDFI-ის ანალიტიკოსი სტუდენტებს ციფრულ მაუწყებლობაზე ესაუბრა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 19 მაისი 2015

IDFI-ის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ციფრულ მაუწყებლობაზე ესაუბრა. შეხვედრა თსუ-ს მულტიმედია ცენტრის მოწვევით გაიმართა.


ნატა ძველიშვილმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ელის მაყურებელს. მან სტუდენტებს აუხსნა თუ ვის დასჭირდება დამაებითი მოწყობილობის, „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენა და როგორ უნდა მიუერთონ ტელევიზორს.


შეხვედრის ფარგლებში ნატა ძველიშვილმა ასევე ისაუბრა იმ დადებით მხარეებზე, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მოაქვს. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და ეფექტური საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობა მომზადებული დახვდეს დაგეგმილ ცვლილებებს. ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რაც ინფორმაციულობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე ფიქსირდება.


მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.


ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორის, მარიამ გერსამიას განმარტებით, საინფორმაციო კამპანია არც ისე ეფექტურად მიმდინარეობს, ვინაიდან ბევრი ადამიანია, ვინც არ იცის კონკრეტულად მას როგორ ეხება ეს ცვლილება.


„ფლაერები, რომლებსაც ურიგებენ მოქალაქეებს, ძალიან გავს კომერციულ რეკლამებს“ - თქვს მარიამ გერსამიამ.


შეგახსენებთ, რომ IDFI ადვოკატირებას უწევს ციფრულ მაუწყებელზე გადასვლის პროცესს. ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო სტრატეგიის შექმნაში, ახლა კი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024