თამარ ჩუგოშვილის ლექცია - კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ნოემბერი 2020

26 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, ჩაატარა ღია ლექცია. აღსანიშნავია, რომ თამარ ჩუგოშვილს მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი, და 2016-2019 წლებში, იყო საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.

 

ლექციაზე განხილული იყო კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საკითხი და მნიშვნელობა. უკვე მრავალი წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურ ადვოკატირებას ახორციელებენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. კორუფციასთან ბრძოლის ამჟამინდელი ფორმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მეშვეობით ხორციელდება არ გამოირჩევა ეფექტიანობით და შეუძლებელს ხდის საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას, რომელიც ელიტური კორუფციის დამარცხებას ისახავს მიზნად.

 

თამარ ჩუგოშვილი მსმენელებს ესაუბრა ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი მექანიზმის შესაძლო სტრუქტურასა და ფუნქციებზე და კორუფციის წინააღმდეგ მისი ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ანტიკორუფციული უწყებების პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება, მათი შესაბამისი რესურსებით, მათ შორის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით უზრუნველყოფა, და მათ საქმიანობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური მონიტორინგის განხორციელება. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ლექციის განმავლობაში ნახსენები მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

 

კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მიმდინარეობის მეორე წელს, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სასერტიფიკატო კურსები, გარდაიქმნენ ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებად. აღნიშნულ აკადემიურ კურსებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023