IDFI-ს შეთავაზება მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ინიციატივასთან დაკაშირებით

სიახლეები | განცხადებები 26 თებერვალი 2015

IDFI მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას ე.წ. „ქამრების შემოჭერასა“ და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ცნობილი არაა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო დაზოგილი თანხების გამოყენებას, ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ მთავრობას ქვემოთ ჩამოთვლილმა რისკ-ფაქტორებმა უბიძგა.


1. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზმა 5%-დან 2-2,5%_მდე დაიწია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთავრობა ხედავს წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულების საფრთხეს. შესაძლოა, დაზოგილი თანხით სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდო დეფიციტის თავიდან არიდებას გეგმავს.


2. ლარის დევალვაციის ფონზე, სახელმწიფო უშვებს გაზრდილი ინფლაციური რისკების ალბათობას. აქედან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას ბიუჯეტით დაგეგმილი შესყიდვების განხორციელების პრობლემა.


3. ლარის დევალვაციის პირობებში, სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საგარეო ვალის მომსახურებისთვის მეტი თანხის მოძიება ეროვნულ ვალუტაში.

 

IDFI მრავალი წელია სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების განკარგვის პროცესის მონიტორინგითაა დაკავებული, იქნება ეს პრემია-დანამატები, ავტოპარკი, მივლინებები თუ სხვა.


ინსტიტუტი მზადაა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთავრობას შესთავაზოს სარეკომენდაციო სახის დოკუმენტის მომზადება, სადაც წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს, თუ როგორ უფრო ეფექტური იქნება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ზემოთხსენებული რისკებისგან თავის დაზღვევა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ბიზნეს სექტორის ბრუნვა და აზარტული თამაშების კონტრიბუცია

19.03.2025

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

14.03.2025

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024