IDFI-ის ანგარიში საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 18 მარტი 2016

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - IDFI 2012 წლის დეკემბრიდან ჩართულია საქართველოს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერის და ადვოკატირების პროცესში. აქტივობებს ახორციელებს პროექტის „ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.


ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა IDFI-იმ დაასრულა 2016 წლის დასაწყისში. სხვადასხვა ორგანიზაციების და პროცესზე პასუხისმგებელი უწყებების შეფასებით, წარმატებული და დემოკრატიულ ღირებულებებზე მორგებული მოდელის დანერგვის საქმეში ჩვენი ორგანიზაციის წვლილი საკმაოდ დიდია. მიუხედავად რიგი საკითხების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ყურადღებისა, მთლიანობაში ეს პროცესი წარმატებულად და მედია ბაზრის მთავარი მოქმედი პირების - მაუწყებლების და მომხმარებლების ინტერესების შესაბამისად წარიმართა.


,,ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ქართული მოდელი” - ასე უწოდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს 2015 წლის ეუთოს ყოველწლიურ სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი იყო. კონფერენციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, მკაფიოდ აღინიშნა, რომ კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო წარმატებით გამოერთო ანალოგური მაუწყებლობა და შეექმნა ციფრული სამაუწყებლო სისტემის საკუთარი მოდელი, რის მიღწევაც უმეტესად პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გახდა შესაძლებელი.


მიუხედავად ეროვნული დაფარვის მულტიპლექსების მუშაობისას გარკვეული მცირედი ხარვეზების და რეგიონული მულტილპექს პლატფორმების წინაშე არსებული ბიზნეს მდგრადობის პრობლემებისა, მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით, ციფრული საეთერო მაუწყებლობის სისტემაში საქართველოში სახეზე გვაქვს 17 მცირე რეგიონული, 2 კერძო ეროვნული დაფარვის და ერთი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი ეროვნული ციფრული ქსელი, რაც ერთ კონკრეტულ დასახლებულ წერტილში, მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 60 არხის მაყურებლისთვის უფასოდ ყურების შესაძლებლობას იძლევა მაშინ, როცა ანალოგური სისტემის შემთხვევაში ერთ ლოკალურ ტერიტორიაზე უფასოდ მხოლოდ 10-მდე არხის მიღება ხერხდებოდა და ისიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი ხარისხით.

 

/public/upload/IDFI/IDFI/Geo_idfi-report-on-digital-switchover-in-georgia.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023