საკონსტიტუციო სასამართლო პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს არ იცავს

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 14 მაისი 2018

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან პლენუმის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილებას, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2013 წლის 27 დეკემბერს მიიღო დადგენილება, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტებს აწესებს.


აღნიშნული დადგენილების და, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტები IDFI-მ დეტალურად მიმოიხილა 2014 წლის 28 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსად, რომლის დადგენილებაც ვრცელდება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სააპელაციო სასამართლოებზე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე, პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი სრულად მოიყვანა თანხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან.“ IDFI-მ ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის საჯაროობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აიღო 7 ტიპის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება. თავის მხრივ, აღნიშნული ტიპები იყოფა ქვეტიპებად - ჯამში 37 ქვეტიპად.

 

2018 წლის მარტში IDFI-მ გამოიკვლია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დადგენილების მოთხოვნების დაცვით გამოქვეყნებულია მხოლოდ 7 ქვეტიპის საჯარო ინფორმაცია, 5- არასრულად, ხოლო საერთოდ არ არის გამოქვეყნებული - 25.

 

 

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებლების თემატური ჯგუფების მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყველაზე უკეთ ზოგადი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს. ნაწილობრივ განთავსებულია ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფისა და „სხვა საჯარო ინფორმაციად“ მოაზრებული დეტალებიც. რაც შეეხება, ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, ამ ტიპის ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე 2013 წლის დღემდე არ გამოქვენებულა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, 2015 წელს, სასამართლომ გამოაქვეყნა დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი, თუმცა, აღნიშნული მონაცემი არ განახლებულა.

 

 

 

 

რეკომენდაციები

 

კვლევამ აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს მიღებული დადგენილებით ნაკისრ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გამჭვირვალობის ვალდებულებას.

 

ამ ნაწილში ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დიდი ნაწილის მსგავსად, ასევე არ ასაჯაროებს ინფორმაციას მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმეების შესახებ. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის უარი უთხრა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის - გადაცემაზე.

 

IDFI მიიჩნევს, რომ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის დასაცავად და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისათვის, აუცილებელია სასამართლომ შეასრულოს 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები. გარდა ამისა, ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის დასაცავად, მნიშვნელოვანია სასამართლომ ვებგვერდზე განათავსოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია.

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/Rule_of_law/foi_constitutional_court_geo.pdf

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024