ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ივლისი 2020

21-22 ივლისს, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა 2020-2021 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობასა და წარდგენილი ინიციატივების მნიშვნელობაზე.

 

„აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაფუძნებიდან პირველად, გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის წარდგენილი ინიციატივები. აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება ღიაობის პრინციპებს და ხელს უწყობს საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობასა და ინფორმირებულობის ამაღლებას. მივიღეთ საკმაოდ ბევრი საინტერესო რეკომენდაცია, რომელთა ნაწილიც, დახვეწისა და დამუშავების  შემდგომ აისახება სამოქმედო გეგმაში.“ - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ინიცირებისათვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს ვალდებულებების წარდგენისთვის. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების  პროგრამისა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების მიმართულებით.

 

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID/GGI-ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა.

 

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობის გაძლიერებას და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროაქტიულობისა და გამჭვირვალობის გაზრდას. რეკომენდაციების უმეტესობა უზრუნველყოფს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებას და მხარს უჭერს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი და ადვილად დამუშავებადი მონაცემების ჩამონათვალის გაზრდას.

 

განსახილველ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ ნოვატორული და ელექტრონული სერვისების გაძლიერებაზე. ასევე, მსჯელობა შეეხო  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ფუნქციებისა და როლის გაძლიერებას საზოგადოების საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის თვალსაზრისით. საპარლამენტო საბჭოს წევრებმა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით პარლამენტის მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

მნიშვნელოვანია, რომ, შეხვედრის განმავლობაში, რიგი ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო საბჭო და  საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების ფორმატის აგვისტოსა და სექტემბერში გაგრძელებაზე.

 

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები გადამუშავებისა და მოდიფიცირების შემდგომ აისახება საქართველოს ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში.

 

საბჭოს თავმჯდომარე კახა კუჭავამ შეხვედრის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერისთვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საინტერესო ინიციატივების წარმოდგენისათვის.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024