აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 10 აგვისტო 2020

6-7 აგვისტოს გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა, სოფო გურულმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) რეგიონულმა კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ.

 

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI), მმართველობის მონიტორინგის ცენტრის აჭარის ბიუროს, დემოკრატიის ინსტიტუტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის - შშმპ მხარდაჭერის და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა“ და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა.

 

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობისა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას. რეკომენდაციები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერება, კანონპროექტების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ვებგვერდის საშუალებით სხვადასხვა მომსახურების დანერგვა, სხდომების ლაივ ტრანსლირება, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდა და ინფორმაციის ადვილად დასამუშავებელ ფორმატში გამოქვეყნება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, უმაღლესი საბჭოს შენობისა და ვებგვერდის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებისადმი.

 

ღია მმართველობის საბჭოსა და  საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ განხილული ინიციატივების კიდევ ერთხელ გადამუშავებაზე და ღია მმართველობის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენაზე. დამტკიცების შემდგომ ვალდებულებები აისახება უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში.

 

საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ შეხვედრის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ღია მმართველობის საბჭოს მხარდაჭერისათვის, ასევე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) აქტიური თანამშრომლობისა და შეხვედრის ორგანიზებისათვის, უმაღლესი საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისათვის.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024