იუნესკომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დღედ გამოაცხადა

სიახლეები 19 ნოემბერი 2015

17 ნოემბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა 28 სექტემბრის „ინფორმაციის უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ“ დაწესების შესახებ ინიციატივას. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა იუნესკოში აფრიკის ქვეყნების - მაროკოს, ანგოლისა და ნიგერიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ იქნა წარდგენილი.


უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში 2002 წლიდან აღინიშნება „ინფორმაციის თავისუფლების დღე“. აღნიშნულს საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2002 წლის 26-28 სექტემბერს, სოფიაში გამართლ კონფერენციაზე ჩაუყარეს. აღნიშნული განსხვავებით იუნესკოს 17 ნოემბრის რეზოლუციით დაწესებული „ინფორმაციის უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღისა“ არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.


იუნესკოს რეზოლუცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობასა და აუცილებლობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისა ჯერ კიდევ არსებობს ამ საკითხთან მიმართებით საყურადღებო გამოწვევები. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. რეზოლუციაში გამოთქმულია იმედი, რომ მოცემული ინიციატივა ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და იქნება საერთაშორისო დონის გზავნილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის. ორგანიზაციის განცხადებით ყოველი წლის 28 სექტემბერს ექნება სიმბოლური ხასიათი და საერთაშორისო მასშტაბით მოხდება მთელი რიგი აქტივობების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზება.


რეზოლუცია იწვევს ყველა წევრ სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების სისტემის ორგანიზაციებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოცემულ დღეს სხვადასხვა სახის ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორცილებაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024