ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საჯარო დაწესებულებების ონლაინ გამჭვირვალობა

IDFI მედიაში 30 სექტემბერი 2014

ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ პუბლიკაციას საერთაშორისო კვლევის შესახებ, რომელშიც, რუსეთის ფედერაციის და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მონაწილოებდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელორუსის საზოგადოებრივი ორგანიზაციები.


პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შესაძლებელია შეიქმნას პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასების საერთაშორისო მექანიზმები.


საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა შეფასებული პარამეტრის მიხედვით ოთხივე ქვეყნის საშუალო ღიაობის მაჩვენებელმა 45.1% შეადგინა. მათ შორის :


აშშ - 63.4%
საქართველო - 51.6%
რუსეთი - 43.1%
ბელორუსი - 22.3%


კვლევის ავტორების განცხადებით, საბოლოო მონაცემი შესაძლოა სრულად ვერ ასახავს პროექტის მონაწილე ქვეყნების პროაქტიული ღიაობის მაჩვენებლებს, რამდენადაც კვლევაში ჩართული ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების მიხედვით, რაც შემდგომში კვლევის შედეგებზეც აისახება.


მაგალითად: მაშინ როდესაც ინტერნეტს შეერთებული შტატების მოსახლეობის 87% იყენებს, რუსეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 59%-ს შეადგენს. კიდევ ერთი მაგალითი: რუსეთში თანამდებობის პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულოა, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ასეთი სახის ინფორმაციის გამოქვეყნება კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით პრაქტიკაში იშვიათია.


კვლევაში მონაცემულია მონაწილე ქვეყნების შედარებითი ანალიზი, სხვადასხვა სფეროებში გამჭირვალობის ხარისხის თვალსაზრისით. (IDFI ) მიერ წარმოდგენილ პუბლიკაციაში მოცემულია სხვადასხვა ასპექტებში შესწავლილი ქვეყნების ხელისუფლების ღიაობის ხარისხი გრაფიკების სახით.

 

იხილეთ ბმული 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024