სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება შპს “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ დროებით შეაჩერა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 16 მარტი 2021

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 11 მარტს შეაჩერა კომუნიკაციების კომისიის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინში“ დანიშნული სპეციალური მმართველის რეგისტრაცია. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლის მიხედვითაც “ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედის” (შპს “კავკასუს ონლაინის” წილის მესაკუთრე პარტნიორი) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ შეჩერდა მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.  

 

“ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს ლიმითედმა” სააპელაციო სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით. კომპანიამ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს უარი ძირითადი სარჩელის უზრუნველყოფის სახით სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ დასაბუთებული ეჭვის თაობაზე. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაინტერესებული მხარეების მოწვევისა და მათი მოსაზრებების დაფიქსირების გარეშე, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის. ამასთან, სასამართლო მოსარჩელის პოზიციას იზიარებს აქტის შეუჩერებლობით გამოწვეული გამოუსწორებელი ზიანის მიყენების შესაძლებლობის ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ “შესაძლოა განუჭვრეტადიც კი გახდეს, როგორც სპეციალური მმართველის ქმედების შედეგები, ასევე შპს “კავკასუს ონლაინისათვის” და მისი პარტნიორებისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბები (ასეთის არსებობისას)”.

 

კომუნიკაციების კომისიის 17 მარტის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, კომისია იმსჯელებს შპს “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის მიერ წარდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ივლისს IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაში არსებობს გამჭვირვალობის ხარვეზები”, რომელშიც განხილული და შეფასებულია კომისიის რამდენიმე პრობლემური გადაწყვეტილება. მათ შორისაა კომისიის გადაწყვეტილება შპს “კავკასუს ონლაინის” საქმიდან გამომდინარე წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. IDFI აღნიშნულ სტატიაში აკრიტიკებდა წარდგენილ ცვლილებებს და წერდა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნა წარმოდგენილი ცვლილებებით სცდებოდა კომუნიკაციების კომისიის მანდატსა და კომპეტენციას. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია გადაწყვეტილებები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გაზრდასთან და ამავე გადასახადის სახლმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად კომისიის ბიუჯეტში მიმართვასთან დაკავშირებით. IDFI-ის პოზიციით, აღნიშნულ საკითხებზე, ისევე როგორც კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე კომისიის გადაწყვეტილებები გამოირჩეოდა გამჭვირვალობის ხარვეზებით.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024