“კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტში” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ინტერნეტი სამხრეთ კავკასიაში”

სიახლეები 20 მაისი 2010

2010 წლის 14 აპრილის ონლაინ დაიჯესტში მიმოხილულია სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ინტერნეტის თავისუფლების განვითარების პრობლემები. როგორც გამოცემის ერთ-ერთი ავტორი, ალექსეი სიდორენკო აღნიშნავს, საქართველოში ინტერნეტ მოხმარებამ 16,5 პროცენტს მიაღწია 2008 წელს და ეს მაჩვენებლები იზრდებოდა ძალზედ დინამიურად. ავტორის მოსაზრებით, ინტერნეტი საქართველოში წარმოადგენს უფრო გასართობ სივრცეს, ვიდრე პოლიტიკური დებატებისა და საზოგადოებრივი მობილიზაციისთვის აუცილებელ საშუალებას. მაშინ როდესაც სახელმწიფო ამჟღავნებს საკმაოდ ლიბერალურ დამოკიდებულებას ინტერნეტ მომხმარებლებისადმი, ის ინარჩუნებს ბერკეტებს შეზღუდოს ინფორმაციის გავრცელება, რაც თვალნათლივ გამოჩნდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში.

აზერბაიჯანმა აჩვენა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეს გამოწვეულია იმ ფაქტითაც, რომ აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მოსაზრებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის მომავალი ინდუსტრიალიზაციის საფუძველს წარმოადგენს. მთავრობა, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები ცდილობენ სოციალური მედიის უფრო მეტად ათვისებას თავისი საქმიანობის წარმოსაჩენად. რაც შეეხება სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური სფერო მთლიანად პოლიტიზირებულია, ინტერნეტის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება (6,4 %). 

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.css.ethz.ch/publications/pdfs/CAD-15.pdf 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024