საქართველოში ელ-მმართველობასა და ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის მოკლე მიმოხილვა (კონსტანტინე ჯანჯღავა)

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 მარტი 2011

საქართველოში ელ-მმართველობასა და ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის მოკლე მიმოხილვა

საქართველოში ელექტრონულ მმართველობასა და ელექტრონულ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის  მოკლე მიმოხილვა ცხადყოფს სამომავლო სამართლებრივი რეგულირების საჭიროებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მმართველობის ელექტრონულ ფორმაზე გადაყვანა საწყის სტადიაზე იმყოფება. არსებითია ის გარემოება, რომ მოცემულ ეტაპზე არსებული სამართლებრივი ბაზა თანაბარწილად დაბალ დონეზეა წარმოდგენილი როგორც სახელმწიფო ორგანოებისათვის და საჯარო მოხელეებისათვის, ასევე მოქალაქეებისათვის და ბიზნესისათვის ელ-მმართველობის შემთხვევებში. დაბალ დონეზეა წარმოდგენილი ელ-ჩართულობისა და ელ-კონსულტაციის ინსტიტუტები, და შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით არ არის დამკვიდრებული ელ-მართულობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღებაზე დაკონკრეტებას, არ არის გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდებზე არსებული მიმართვის ელექტრონული ფორმებით გაგზავნილ შეკითხვებზე იურიდიული ძალის მქონე პასუხების მიღების საშუალება, რაც აგრეთვე შეიძლება გათანაბრდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის უკვე არსებულ ფორმასთან. რაც შეეხება ელ-გამჭვირვალობის მარეგულირებელ ერთიან სამართლებრივ ბაზას, შეიძლება ითქვას, რომ ის საერთოდ არ არსებობს. საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არ არის დანერგილი ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები. ამავე დროს, არ არის სახეზე ერთიანი სამართლებრივი ნორმა, რომელიც დაავალდებულებდა ყველა საჯარო დაწესებულებას - საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანგარიშვალდებულების, საჯაროობისა და ინფორმაციულობის ხარისხის გაზრდის მიზნით - იქონიოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მიუხედავად არსებული პრობლემატიკისა უნდა აღინიშნოს, რომ ელ-გამჭვირვალობის (იშვიათ შემთხვევებში) და განსაკუთრებით, ელ-მმართველობის სფეროების მარეგულირებელი ნორმები მართებული მიმართულების დასახვის შემთხვევაში შეიძლება მოაზრებულ იქნენ, როგორც ხსენებული სფეროების სამომავლო სამართლებრივი რეგულირების მეტ-ნაკლებად მყარ საფუძვლად.

დაწვრილებით იხილეთ შემდეგი ბმული:

საქართველოში ელ-მმართველობასა და ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის მოკლე მიმოხილვა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024