რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 30 აგვისტო 2013


ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას სთავაზობს.
 
2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, ხოლო პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვა არ  იწვევდეს ბოლო მომხმარებლისათვის და მაუწყებლებისათვის  უარყოფით  შედეგებს და  არ უნდა აუარესებდეს სამაუწყებლო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.
 
მცირესიმძლავრიანი საეთერო მაუწყებლების გაციფრულების საერთაშორისო გამოცდილების (აშშ, უკრაინა) საქართველოში დანერგვა, გამოიწვევს მედიაპლურალიზმის საფრთხეების შემცირებას რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისათვის და თავიდან ააცილებს სახელმწიფო მცირე ადგილობრივი დანიშნულების სამაუწყებლო ლიცენზიანტების უფლებების შელახვას.  წარმოდგენილი კვლევის შესაბამისად ავტორები სთავაზობენ სახელმწიფოს მცირე სიმძლავრიან ადგილობრივ და რეგიონულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოქმედების ვადით - 2021 წლამდე, მისცენ უფლება ააგონ მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსორი. უკრაინული ორგანიზაცია  НАМ- ის გაანგარიშებით  მცირესიმძალვრიანი მულტიპლექსების აგების ხარჯმა, შესაძლოა შეადგინოს 32-დან 41 ათას დოლარამდე. სახსრები შესაძლოა შემცირდეს, თუ მოხდება მაუწყებლების საკუთრებაში არსებული გადამცემი მოწყობილობების გადაიარაღება. მცირე მულტიპლექსორები საიმედოა ქსელის უსაფრთხეობის კუთხითაც.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024