ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიას სთავაზობს.
2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, ხოლო პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვა არ იწვევდეს ბოლო მომხმარებლისათვის და მაუწყებლებისათვის უარყოფით შედეგებს და არ უნდა აუარესებდეს სამაუწყებლო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.
მცირესიმძლავრიანი საეთერო მაუწყებლების გაციფრულების საერთაშორისო გამოცდილების (აშშ, უკრაინა) საქართველოში დანერგვა, გამოიწვევს მედიაპლურალიზმის საფრთხეების შემცირებას რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისათვის და თავიდან ააცილებს სახელმწიფო მცირე ადგილობრივი დანიშნულების სამაუწყებლო ლიცენზიანტების უფლებების შელახვას. წარმოდგენილი კვლევის შესაბამისად ავტორები სთავაზობენ სახელმწიფოს მცირე სიმძლავრიან ადგილობრივ და რეგიონულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოქმედების ვადით - 2021 წლამდე, მისცენ უფლება ააგონ მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსორი. უკრაინული ორგანიზაცია НАМ- ის გაანგარიშებით მცირესიმძალვრიანი მულტიპლექსების აგების ხარჯმა, შესაძლოა შეადგინოს 32-დან 41 ათას დოლარამდე. სახსრები შესაძლოა შემცირდეს, თუ მოხდება მაუწყებლების საკუთრებაში არსებული გადამცემი მოწყობილობების გადაიარაღება. მცირე მულტიპლექსორები საიმედოა ქსელის უსაფრთხეობის კუთხითაც.