პირადი მონაცემების უსაფრთხოება Google-ის მომხმარებლებისთვის

სიახლეები 29 თებერვალი 2012

Google-ის პირადი მონაცემების უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა 1 მარტს შედის ძალაში და შეეხება როგორც 1 მარტამდე, ისე მომავალში შეგროვებულ ინფორმაციას.  ეს პოლიტიკა ჩაანაცვლებს და გააერთიანებს სხვადასხვა Google-ის პროდუქტებისთვის აქამდე არსებულ 60-ზე მეტ ცალკეულ პოლიტიკას. ამას გარდა, ერთი დოკუმენტის შექმნით უფრო ადვილი გახდება Google-ის სხვადასხვა პროდუქტების ინტეგრაცია და მიწოდებული სერვისების მორგება მომხმარებელზე. ეს ცვლილება ეხება მათ, ვისაც აქვს Google-ის ანგარიში (Account). როდესაც როგორც Google-ის მომხმარებელი თქვენ შესული ხართ მის რომელიმე სერვისში, (მაგალითად, Gmail-ში), Google-ს შეუძლია ერთ პროგრამაში თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დაურთოს მეორე პროგრამაში შეგროვებულ ინფორმაციას, რითაც ნებისმიერ სერვისში აღგიქვამთ ერთ მომხმარებლად. ეს მოიცავს ისეთ პოპულარულ პროდუქტებს, როგორიცაა: Gmail, Picasa, YouTube, Earth, Voice, Android, Chrome, Wallet და ა.შ.


ამ ცვლილებით Google-ს სურს მიაღწიოს მისი პროდუქციის უფრო მეტად ინტუიტიურ მოხმარებას, მაგალითად, საძიებო სისტემას შეეძლება, შემოგთავაზოთ პასუხები თქვენი პერსონალური მონაცემების საფუძველზე.   ამ ცვლილების შესაძლო პოზიტიური შედეგების ფონზე საზოგადოებაში გაჩნდა შიში პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. Google იძლევა პირობას, რომ არ გაყიდის მომხმარებლების პირად ინფორმაციას, დაუტოვებს მომხმარებლებს საკუთარი ინფორმაციის გადაადგილების უფლებას  და არ გასცემს ინფორმაციას მომხმარებლების თანხმობის გარეშე, გარდა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა სასამართლოს სანქციით მოთხოვნილი ინფორმაცია. თუმცა, არსებობს იმის საფრთხე, რომ მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინების გარეშეც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ცვლილებია იმის გამოა, რომ გაერთიანებული ვებ-ისტორიის მეშვეობით გამოაშკარავდება ისეთი მგრძნობიარე ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ადგილმდებარეობა, ინტერესები, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ჯანმრთელობის პრობლემება და მრავალი სხვა.  


ამ პოტენციური საფრთხის შემცირება შესაძლებელია 1 მარტამდე ვებ-ისტორიის გამორთვით, ეს მარტივი პროცედურა ქვევით იქნება განმარტებული. გასათვალისწინებელია, რომ ვებ-ისტორიის გამორთვა ნიშნავს იმას, რომ თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია ანონიმური იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ Google აღარ შეაგროვებს თქვენს შესახებ ინფორმაციას საკუთარი შიდა მოხმარებისთვის. Google-ის მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაცია კვლავ შეიძლება გამოთხოვილი იქნას კანონის ძალით. ამასთან, ამ ფუნქციის გამორთვა ნიშნავს, რომ ვეღარ ისარგებლებთ ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ძიების სპეციალიზირებული შედეგები.  


Google-ის ვებ-ისტორიის შეჩერებისთვის რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო:
1.    შედით Google-ის საწყის გვერდზე და გაიარეთ ავტორიზაცია.
2.    დააჭირეთ ჩამოსაშლელ მენიუს თქვენი სახელის გვერდით, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.
3.    დააჭირეთ ანგარიშის პარამეტრებს (Accounts Settings)
4.    მოძებნეთ სერვისების განყოფილება ("Services section")
5.    სერვისებში არის ქვეგანყოფილება, რომელსაც ქვია „ვებ-ისტორიის ნახვა, ჩართვა და გამორთვა ("View, enable, disable web history"). დააჭირეთ მის გვერდითა ლინკს, რომელსაც აწერია „ვებ-ისტორიაში გადასვლა“ ("Go to Web History").
6.    დააჭირეთ „მთლიანი ვებ-ისტორიის წაშლა“-ს ("Remove all Web History").

 

ამ პროცედურების გავლის შემდეგ გამოჩნდება შეტყობინება, რომ თქვენი ისტორია შეჩერებულია (იხ.სურათი). შესაბამისად, თქვენი პირადი ინფორმაციის დაკავშირება Google-ის  სხვადასხვა პროდუქტებთან შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ისტორიის განახლებას თავად არ აირჩევთ.  იმ შემთხვევაში თუ Google-ის რამდენიმე ანგარიში გაქვთ, ეს ცვლილება ყველა ანგარიშისთვის უნდა გაკეთდეს ცალ-ცალკე. 

თამარ იაკობიძე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024