ციფრული სიგნალის სრულყოფილად მისაღებად უმჯობესია სახლის ანტენების სახურავზე განთავსება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 3 ივლისი 2015

3 ივლისს IDFI-ს ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დაწყების შემდგომ საზოგადოებაში გაჩნდა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ქალაქ რუსთავის ნაწილს ჰქონდა ციფრული მაუწყებლობის მიღების პრობლემა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ჩაატარა აღნიშნული საკითხის მონიტორინგი და შედეგები მედიას და საზოგადოებას გააცნო. 


პრესკონფერენციაზე IDFI-ს ექსპერტმა, უჩა სეთურმა, ასევე GNCC-ს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და ქვემო ქართლის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ხარვეზები სეტ-ტოპ-ბოქსებთან და ციფრული სიგნალის გავრცელებასთან დაკავშირებით არ არსებობს.


მცირე ხარვეზები შესაძლოა შექმნას ოთახის ანტენებმა, რისი გადაწყვეტაც მარტივად, მათი გარეთ ან სახურავზე განთავსებით შეიძლება, თუმცა თუ ანტენა მხოლოდ მეტრულია, ის დეციმეტრულ სიგნალს ვერ მიიღებს.


უჩა სეთურმა აღნიშნა, რომ რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში სიგნალის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, ასევე კუმისში, რომელსაც სატელევიზიო სიგნალი არასდროს მიეწოდებოდა, ამჟამად ჩართულია 15-მდე არხი მაღალი ხარისხით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024