საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 17 მარტი 2021

2021 წლის 15 მარტს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევის „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და USAID-საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა - ადამ შმიდტმა.

 

“გამჭვირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენს კვლევაში გამოვლენილია ის ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები, რაც საქართველოში სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით არსებობს. იმედს მაქვს, ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა გარკვეულ დადებით ცვლილებებს გამოიწვევს, ხელს შეუწყობს სასამართლოს გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სასამართლო სისტემას დაეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში”, - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

„სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა სასამართლოს, როგორც მესამე ხელისუფლების, ფუნქციონირებისათვის არსებითი მნიშვნელობის საკითხია. გამჭვირვალობა იწვევს საზოგადოების ნდობის ზრდას, რაც სასამართლო ხელისუფლებას ძალიან სჭირდება, რათა მან თავისი საქმიანობა ჯეროვნად განახორციელოს.  წარმოდგენილი კვლევა ის დოკუმენტია, რაც ძალიან გამოსადეგი და საყურადღებო იქნება სასამართლო ხელისუფლებისათვის.“ - განაცხადა ნინო ბაქაქურმა.

 

„IDFI-ის კვლევა, რომელიც კონსტრუქციულად აანალიზებს პრობლემურ სფეროებსა და გამოწვევებს,ძალიან დროულია და მჯერა, რომ დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. სწორედ კონსტრუქციული კრიტიკა უზრუნველყოფს პროცესების გაუმჯობესებას. ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლობა სასამართლო სისტემასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გაგრძელდება და კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები პრაქტიკაში განხორციელდება“. -   აღნიშნა ადამ შმიდტმა.

 

კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან კუკავამ, იურისტმა - ნატა ახალაძემ, იურისტმა/მკვლევარმა - სალომე ჩხაიძემ და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა - გოგა თუშურაშვილმა. სასამართლო სტატისტიკის არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსმა - ლია მჭედლიშვილმა.

 

კვლევა მომზადდა პროექტის „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისგაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში,ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

პრეზენტაციის სრული ჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024