კვლევის პრეზენტაცია - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე და რეკომენდაციები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 28 ოქტომბერი 2022

28 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე“ პრეზენტაცია გამართა. 

 

IDFI-ის შეფასებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდისთვის მიდგომების და, საზოგადოდ, პოლიტიკის გაბედული გადააზრებაა.

 

„2023 წ. ბიუჯეტის პროექტი გაცილებით უკეთ შეიძლება პასუხობდეს ქვეყნის უმთავრეს ინფრასტრუქტურულ და განათლების გამოწვევებს, რაც საერთაშორისო გამოცდილებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივია.“- აღნიშნა IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამ.

 

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ცოტნე ქარქაშაძემ; ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე და ეკონომიკური ზრდაზე.

 

IDFI-ის რეკომენდაციები:

 

- შემცირდეს ბიუროკრატია, რაც შეამცირებს საჯარო სექტორში შრომის მთლიან ანაზღაურებას: საგანგაშოა არა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, არამედ  მათი რაოდენობის ზრდაა.

 

- ასაკობრივი პენსიის ზრდა მოხდეს მხოლოდ ინდექსაციის წესის მიხედვით და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა დაიგეგმოს მხოლოდ მიზნობრივი სოციალური დახმარებების (TSA) რეფორმის შესაბამისად.

 

-  მოხდეს სკოლამდელი და საშუალო განათლების საჭიროებების იდენტიფიცირება, რისი ნაწილიც ასახულია მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის 2022წ. ანგარიშში, და შესაბამისად გაიზარდოს დაფინანსება.

 

- მოხდეს იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის როგორც პირდაპირი უცხოური ისე შიდა ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდოს ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

 

- ფინანსთა სამინისტროს მიეცეს თავისუფლება მოაგვაროს სახელმწიფო საწარმოების ის პრობლემები, რასაც ფისკალური რისკების დოკუმენტში თავად აღწერს, პირველ რიგში დაასრულოს და შემდეგ აკრძალოს კვაზიფისკალური აქტივობები.

 

- შემცირდეს გადასახადები: 2023 წელს ბიუჯეტის ₾1.2 მილიარდიანი ნაშთი საშუალებას იძლევა დაკომპესირდეს გადასახადების შემცირებით გამოწვეული დანაკლისი შემოსავლებში. მართალია ამ ₾1.2 მილიარდიდან ₾594 მლნ კომერციული ბანკების მეშვეობით ეკონომიკის გრძელვადიან დაფინანსებაზე მიიმართება (რაც კარგია), მაგრამ ომის ფონზე პოსტპანდემიური ეკონომიკისთვის, გაცილებით მეტი სტიმული იქნება გადასახადების შემცირება.

 

 

გაეცანით კვლევას სრულად აქ.

 

კვლევა განხორციელდა და კვლევის პრეზენტაცია გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024