IDFI-იმ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშები წარადგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივლისი 2021

16 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, Covid-19 პანდემიის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გამართა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგის შედეგები.

 

„ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.

 

მივიჩნევთ, რომ ანგარიშში წარმოჩენილი ისეთი საკითხების, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის დაგეგმვასთან, პირდაპირი დახმარებების სოციალური საჭიროებების მიხედვით განაწილებასთან და სხვა, ოპტიმალური გადაწყვეტის პირობებში,  შესაძლებელი იყო  ანტიკრიზისული ღონისძიების  ეფექტიანობის ზრდა. - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიშვილმა

 

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე განიხილეს პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილ ძირითად გამოწვევები, პანდემიის მართვის სამართლებრივი მოდელი, მასთან ასოცირებული პრობლემები და უფლებების შეზღუდვის თაობაზე მიღებული პრობლემური გადაწყვეტები.

 

განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ:

 

- უზრუნველყოფილი უნდა იყოს  პანდემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 

- შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება.

 

- საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მისთვის მინიჭებული, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები. კომენდანტის საათის გამოყენების საკითხი უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

 

- პანდემიის მართვის სამართლებრივი ვერტიკალი უნდა დაიხვეწოს. უნდა გაიზარდოს უწყებათაშორისი საბჭოს გამჭვირვალობა და ჩართულობა. უნდა განისაზღვროს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი.

 

- საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ (ოპერაციულმა შტაბმა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  უნდა უზრუნველყონ პანდემიის მართვასთან და შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებული ღია მონაცემებისა და ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

 

- სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს თანასწორობის დაცვას Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესში.

 

ფინალურ ანგარიშებს გაეცანით აქ:

 

პანდემიასთან ბრძოლის 18 თვე: ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი - საბოლოო ანგარიში

 

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგი - საბოლოო ანგარიში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024