საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 აპრილი 2016

20 აპრილს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესრულებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კახიანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. მათ ყურადღება გაამახვილეს საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.


IDFI-ს საპარლამენტო მდივანმა დავით მაისურაძემ წარადგინა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განახლებული ვერსია. პროექტი მიზნად ისახავს IDFI-ის მიერ ინიცირებული ვალდებულებების (იხილეთ სამოქმედო გეგმა) განხორციელებას. IDFI პროექტის საბოლოო ვერსიას მაისის დასაწყისში დაგეგმილ ერთობლივ შეხვედრაზე წარადგენს.


შეხვედრაზე რეგლამენტის ცვლილებების პროექტი ასევე წარმოადგინეს:

 

• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ;
• ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI);
• საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ.

 

აღნიშნული ორგანიზაციები მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით განახლებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარადგენენ მაისში დანიშნულ საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ შეხვედრაზე.

 

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო 2015 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის #195/3 ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო ღიაობისა და საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის, აგრეთვე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. მისი მოვალეობაა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024