IDFI-მ დეოლიგარქიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსია ჩაატარა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 ივლისი 2024

26 ივლისს IDFI-მ უმასპინძლა ონლაინ ლექციასა და დისკუსიას თემაზე -„დეოლიგარქიზაციის რეფორმის დღის წესრიგი მოლდოვასა და საქართველოში: ევროკავშირის მოთხოვნები და პროგრესი”. ღონისძიება გაიმართა  USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“- ფარგლებში.  

    

შეხვედრის მიზანი იყო დეოლიგარქიზაციის რეფორმის ქვეშ ევროკავშირის მიერ საქართველოსა და მოლდოვისთვის  განსაზღვრული მთავარი მოთხოვნების, ქვეყნების მიერ რეფორმის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და შემუშავებული გეგმების, მათ მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების განხილვა.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სპიკერებმა, რომელთა შორის იყვნენ:

-         თინათინ ახვლედიანი - მკვლევარი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

-         მიხაილ გორინჩოი - ექსპერტი, რეფორმების და პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტი (IPRE)

-         ლევან ავალიშვილი - პროგრამების დირექტორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

თინათინ ახვლედიანმა გამოსვლის ფარგლებში გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რას მოიცავს დეოლიგარქიზაციის რეფორმა და შეაფასა ოლიგარქიული პრაქტიკის არაგამჭვირვალე ზეგავლენა, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის  მშენებლობის პროცესს. ასევე აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია,  როგორც ტერმინი, მისივე კომპლექსურობიდან გამომდინარე  რთულად განმარტებადია და არ არსებობს ერთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიდგომა, რომელიც სრული სიზუსტით აღწერს მის არსს და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლის ინსტრუქციასაც მოიცავს.

 

გამომსვლელი შეეხო საკითხის სირთულეს და აღნიშნა, რომ ამას განაპირობებს ოლიგარქების მიერ განხორციელებული არაპირდაპირი ზემოქმედება პოლიტიკურ პროცესებზე - მათთვის ასევე, დღეს აპრობირებული მეთოდია იურიდიული მექანიზმებისთვის გვერდის ავლა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ერთიანი მიდგომების არარსებობის მიუხედავად, არსებობს  ძალიან ბევრი კაზუსი, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება, თუ რა არის ოლიგარქია და როგორ შეიძლება მასთან, როგორც პრობლემასთან, ბრძოლა. თინათინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევები გამოდგება ოლიგარქიის პრობლემის ასახსნელად. რეკომენდაციის სახით გამომსვლელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, როგორც მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, სჭირდებათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა მყარ დემოკრატიებად გარდაიქმნან. ასევე ამ ქვეყნებმა უნდა შეუწყონ ხელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რაც გამომსვლელის მიერ შეფასებული იქნა, როგორც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ოლიგარქისთან ბრძოლის საქმეში.

 

მიხაილ გორინჩოიმ ისაუბრა დეოლიგარქიზაციის საკითხსა და რეფორმებზე, რომლებიც მოლდოვის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გაატარა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომხსენებელმა ისაუბრა მოლდოვის საკანონმდებლო გამოცდილებაზე, კერძოდ კი, მოლდოვის პარლამენტის მიერ ოლიგარქიის წინააღმდეგ მიღებულ კანონზე, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ გადაწყდა ეხელმძღვანელათ უფრო ფართო სამოქმედო გეგმით, რაც, თავის მხრივ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იყო განპირობებული.

 

გამომსვლელმა საქართველოს ურჩია, რომ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოსულიყო ინსტიტუციური და არა პერსონიზირებული მიდგომიდან, რაც მას დაეხმარებოდა წარმატებული რეფორმის გატარებაში.

 

ლევან ავალიშვილმა მოხსენების ფარგლებში ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეალობაზე და აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა კვეთაშია სხვა მოთხოვნებთან, მაგალითად: სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფა, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის მიღწევა და მისი აღჭურვა საგამოძიებო ფუნქციით, ასევე ისეთი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, როგორებიცაა სპეციალურისაგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

 

გამომსვლელმა ასევე ხაზი გაუსვა განსხვავებას მოლდოვისა და საქართველოს  მიდგომებს შორის და აღნიშნა, რომ საქართველოში ამ გეგმის შემუშავების პროცესში  სამოქალაქო სექტორი ჩართული არ იყო, მოლდოვაში კი სამოქალაქო სექტორი გეგმის შემუშავების უშუალო  მონაწილე იყო და მათი პოზიციები, როგორც მინიმუმ, მოსმენილი/გაზიარებული იყო.

 

დისკუსიის მსვლელობისას გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან იმ შემთხვევაში, თუ დეოლიგარქიზაციის რეფორმის კუთხით პროგრესი არ გვექნება. ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიების შემთხვევები თითქმის არ არსებობს საქართველოში. დაისვა კონკრეტული კითხვები მოლდოვის წარმომადგენლის მისამართით, რომელმაც მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა მოლდოვაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და გააჟღერა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რომელმა კონკრეტულმა რეფორმებმა განაპირობა მოლდოვის პროგრესი ამ მიმართულებით.

 

მთლიანობაში, ონლაინ ლექციისა და დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის რეფორმის გატარების დროს უნდა იხელმძღვანელოს მულტივექტორული მიდგომით, რათა მოახერხოს ევროკავშირის დათქმის შესრულება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024